Digest Logo

რას ნიშნავს ასტროლოგიაში პლანეტების „დაზიანება“ და „დამუშავება“ - უჩა სიხარულიძის განმარტება

1758805659
უჩა სიხარულიძე

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.

ამჯერად, იგი საზოგადოებას ტერმინების „დაზიანება“ და „დამუშავება“ შესახებ ესაუბრება:

„ასტროლოგიაში არსებობს ტერმინები, რომლებიც უცნაურად ჟღერს და გაურკვეველია ბევრისთვის. განვიხილოთ ორი ტერმინი: „დაზიანება" და „დამუშავება“.

დაზიანებული ეწოდება პლანეტას, რომელიც არის განთავსებული მისთვის არასასურველ ზოდიაქოს ნიშანში, სახლში ან როდესაც მას აქვს უარყოფითი ასპექტები(კვადრატი ან ოპოზიცია) სხვა პლანეტასთან.
დაზიანება ნიშნავს, როდესაც პლანეტა ვერ ავლენს დადებით თვისებებს, რადგან ის არის მისთვის არასასურველ მდებარეობაში და ეს მომენტი, ჩვენს ფსიქიკაში ვლინდება უარყოფითად.

მოდი განვიხილოთ მზის მაგალითი:

მზე დაზიანებულია მაშინ, როდესაც ის მოთავსებულია მერწყულის ან სასწორის ნიშანში, ხოლო მისთვის საშუალოდ არასასურველი ნიშანია ტყუპები.

მოგეხსენებათ, მზე ასოცირდება ჩვენს ეგოსთან, ინდივიდუალურობასთან, თვით გამოხატვასთან,ძლიერ ნებელობასთან,ლიდერობასთან.

ხოლო, მერწყულის თვისებაა თანასწორობა, ის ვერ იტანს ეგოს, იერარქიებს და მბრძანებლობას,შესაბამისად მზეს არ მოსწონს მერწყულის ნიშანში ყოფნა.

შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც მზე აქვთ მერწყულის ნიშანში, უჭირთ მზის საუკეთესო თვისებების ბოლომდე რეალიზება.

სასწორის ნიშანი კი ასოცირდება დიპლომატიასთან, მშვიდობასთან და ლოიალობასთან.

ცეცხლოვანი და გაბედული თვისებების მატარებელ მზეს კი არ მოსწონს დიპლომატიურ სასწორში ყოფნა.
თუ კი მზე იმყოფება მისთვის სასურველ ნიშანში(ლომი,ვერძი,მშვილდოსანი), მაგრამ მას აქვს კვადრატი ან ოპოზიცია მთვარესთან, მარსთან, სატურნთან, ურანთან, ნეპტუმთან და პლუტონთან, ამ შემთხვევაში ის მაინც ითვლება დაზიანებად, რადგან ზემოთ ხსენებული პლანეტები მზეს ხელს უშლიან თვისებების სწორად გამოვლენაში.
დამუშავება ნიშნავს,როდესაც ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ დაზიანებული პლანეტის დადებითი თვისებები.
მაგალითად, გვაქვს დაზიანებული ვენერა, მორიელის და ქალწულის ნიშანში ან მას აქვს უარყოფითი ასპექტები სხვა პლანეტებთან.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიჭირს სიხარულით ტკბობა, ბედნიერება, გაღიმება, საკუთარი თავის გახარება, თუნდაც ფუფუნების ნივთიერებით ან ხარისხიანი ტანისამოსის შეძენით.

როდესაც ვენერა დაზიანებულია, ჩვენ გვიჭირს ვასიამოვნოთ საკუთარ თავს, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ეს უარყოფითი თვისებები და გადავიდეთ ვენერას დადებით ვიბრაციებზე.

თუმცა, პირადი რუკა კომპლექსურად ფასდება და შესაძლოა დაზიანებული პლანეტის უარყოფითი თვისება გაანეიტრალოს სხვა კომბინაციამ პირად რუკაში“, - წერს უჩა სიხარულიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რომელ ასაკშია ქორწინება გამართლებული და იღბლიანი ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის

🎥 „25.09.25 - არის სარკისებური დღე, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები...“ - თაკო მელიქიშვილი ფულის მოსაზიდ პრაქტიკას გვიზიარებს

„აუტიზმის თემაზე პოლიტიკურად ან კომერციულად მოტივირებული განცხადებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე