Digest Logo

„სამხედრო დაძაბულობის გამწვავება, ფინანსური გარდაქმნები...“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1789453019
ქეთევან ჯანდიერი

ამ კვირის მოტო: „არ ღირს აწმყოს შეცვლა მოჩვენებით, ლამაზი მომავლის გამო..“.

ეს კვირა აქტიურად ცვლის ჩვეული ორიენტირების სისტემას. ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება იმისთვის, რომ საყრდენი იპოვოთ და საკუთარი საქმე განავითაროთ. მნიშვნელოვანია, არ გაუშვათ ხელიდან შანსები, რომლებიც პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ.

იმ ადამიანებმა, ვინც შრომა იციან და საკუთარი საქმით ნამდვილად არიან გატაცებულნი, შეძლებენ, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ. თუმცა იმისთვის, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ლამაზ მახედ არ აგერიოთ, უმჯობესია, გამოცდილ ადამიანებს დაეყრდნოთ.

არ მისცეთ სხვებს უფლება, თქვენი ხელით საკუთარი ინტერესები განახორციელონ.

ამ კვირის ტენდენციები:

გაძლიერება და აღმასვლა;

პირადი არჩევანის თავისუფლება;

ფინანსური გარდაქმნები;

სამხედრო დაძაბულობის გამწვავება.

პიროვნებისთვის: განაცალკევეთ საკუთარი სურვილები იმ სურვილებისგან, რომლებსაც გარედან გახვევენ თავს. რაც არ უნდა ავტორიტეტულად გეჩვენებოდნენ მეგობრები და კოლეგები, მათ ყოველთვის არ იციან, რა არის თქვენთვის საუკეთესო. იგივე შეიძლება ითქვას მედიასა და სოციალურ ქსელებზეც! ხშირად ისინი უბრალოდ ინფორმაციულ ნაგავს გვაწვდიან.

ამიტომ დროა, საკუთარი სივრცე გაასუფთავოთ. ძველმა გეგმებმა შესაძლოა, ძალიან მალე დაკარგოს აზრი. და თუ საკუთარ თავს ბოლომდე ვერ გაუგებთ, ორიენტირების პოვნაც არც ისე მარტივი იქნება. სწორი გზა ყოველთვის ყველაზე მარტივი არ არის.

ტენდენციები:

საკუთარი ინტერესების დაცვა;

შემოქმედებითობის საშუალებით საკუთარი თავის გამოვლენა;

სხვისი აზრი ზეწოლას ახდენს;

ცდუნებები გარედან.

სამსახური და საქმე: დაჟინებული შრომა შედეგს გამოიღებს. ძალა კოლექტივის ლიდერების მხარესაა. მაგრამ თუ რომელიმე რგოლი „კოჭლობს“, შესაძლოა, მისი შეცვლის დრო დადგა. განახორციელეთ ჩანაფიქრი პარტნიორებთან ერთად. და ნუ დახარჯავთ ენერგიასა და რესურსებს ცარიელ პროექტებზე.

ტენდენციები:

კოლექტიური პროექტები

საეჭვო გარიგებები.

სიყვარული: პირადი ცხოვრება წინააღმდეგობებით იქნება სავსე. ეცადეთ, პარტნიორთან მეტი ისაუბროთ. ხოლო თუ ამჟამად თავისუფალი ხართ, ნუ მიიღებთ ილუზიას ნამდვილი გრძნობის მაგივრად, დროებითი მოჩვენებითი კომფორტის შესაქმნელად. მოხიბვლა და ცდუნება ხშირად დროის ნისლში ქრება და უსიამოვნო კვალს ტოვებს.

მოუსმინეთ საკუთარ გულსა და გონებას. თუ ძველი ურთიერთობის დაბრუნება მოგინდებათ, ამისთვის საკმაოდ დიდი მსხვერპლის და ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. გაცნობისთვის ხელსაყრელი დღეები: ორშაბათი, სამშაბათი და პარასკევი.

ახლა კი დღეების მიხედვით...

14 სექტემბერი - ორშაბათი. გაიხედეთ ჩვეული საზღვრების მიღმა. ეს დღე კარგია საქმიანი საკითხების გადასაწყვეტად. არასტანდარტული მიდგომა ახლა განსაკუთრებით დაგეხმარებათ. კრეატიული მიდგომის გამოვლენაც ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. თუმცა იდეალს ნუ დაედევნებით, უმჯობესია, საქმე ხარისხიანად გააკეთოთ და მისი არასრულყოფილებაც აღიაროთ. წინასწარ დაგეგმეთ კვირა! (მთვარის მე-4 დღე).

15 სექტემბერი - სამშაბათი. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენ მაგივრად აირჩიონ.

თუ გსურთ, ყველაფერი სწორად გააკეთოთ, გადაწყვეტილებების სადავეები საკუთარ ხელში აიღეთ. მაშინაც კი, თუ თქვენი აზრი უმრავლესობის შეხედულებას ეწინააღმდეგება, ნუ დაიბნევით და საკუთარ პოზიციას ნუ დათმობთ. თუმცა ფრთხილად იყავით ზედმეტად კარგ შეთავაზებებთან. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია, პაუზა აიღოთ და გადაწყვეტილება არ იჩქაროთ. საღამოს საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი (მთვარის მე-5 დღე).

16 სექტემბერი - ოთხშაბათი. საკუთარი პოზიციისთვის ბრძოლა მოგიწევთ. დილამ შესაძლოა გამძლეობაზე გამოგცადოთ და რთული გადაწყვეტილებების მიღება გაიძულოთ. ენდეთ ინტუიციას და ნუ ენდობით მათ, ვინც უკვე დაამტკიცა საკუთარი არაკომპეტენტურობა ან არასაიმედოობა. საქმეებში შესაძლოა წარსულიდან დაბრუნებული ადამიანები დაგეხმარონ (მთვარის მე-6 დღე).

17 სექტემბერი - ხუთშაბათი. საიმედოობა საუკეთესო ვალუტაა. დღეს გაიმარჯვებენ ისინი, ვისაც საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თუმცა ძალისხმევის მაქსიმალურად გაღება მოგიწევთ. საქმეში მხოლოდ იმ ადამიანების ჩართვა ღირს, ვისშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ. ტექნიკამ შესაძლოა ხარვეზებით იმუშაოს, ამიტომ მას მთლიანად ნუ დაეყრდნობით. გზაში კი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ
(მთვარის მე-7 დღე).

18 სექტემბერი - პარასკევი. ითამაშეთ დიდი მასშტაბით, მაგრამ რისკები წინასწარ გათვალეთ. ეს დღე ხელს უწყობს ძლიერი სულის მქონე ადამიანებს და მათ, ვინც მასშტაბურად აზროვნებს. წვრილმანებზე ნუ გაიფანტებით, თუმცა ყველა შესაძლო ვარიანტი გონებაში იქონიეთ. ნუ მისცემთ უფლებას კრიტიკას, გზიდან გადაგახვევინოთ. ზედმეტად ნუ აჰყვებით აზარტს, ყველაფერში ცივი გათვლაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს (მთვარის მე-8 დღე).

19 სექტემბერი - შაბათი. ყველა მიზანი არ ამართლებს მის მისაღწევ საშუალებებს. ამ, დილამ შესაძლოა გეგმები აგირიოთ, მაგრამ ადრე გაცემული დაპირებების შესრულება მაინც მოგიწევთ. მთვარის მე-9 დღის დაწყებასთან ერთად გადაერთეთ ნეიტრალურ ტალღაზე და არ მისცეთ სხვებს საშუალება, საეჭვო ისტორიებში ჩაგითრიონ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას (მთვარის მე-9 დღე).

20 სექტემბერი - კვირა. გზები გონივრულად აირჩიეთ. დღის პირველ ნახევრამდე შეინარჩუნეთ ნეიტრალური მდგომარეობა. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და მარტივ, სასიამოვნო რამეებს. ხოლო საღამოსკენ შესაძლოა საქმეში ან პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოახდინოთ. დასვენებისას ექსტრემალურ გართობას მოერიდეთ.

გზაში სიფრთხილე ზედმეტი არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომის ბოლომდე მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდება

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ფეიქრების ქუჩაზე, „ნოვას“ საწარმოში CO-ს რეზერვუარი აფეთქდა - დეტალები