10 ოქტომბერს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „სამმაგი ფორტუნასა“ და ახალმთვარეობის პერიოდს ეხება. მისი თქმით, 10.10.10-ის ენერგია ბედისწერის ბორბალს ატრიალებს და იდეალურია ცხოვრების ახალი, ჰარმონიული ფურცლიდან დასაწყებად.
ასტროლოგი მოსახლეობას ურჩევს, ხელი გაუშვან გაკონტროლებად სიტუაციებს და ასწავლის სპეციალურ ასტროლოგიურ რიტუალსა და ლოცვას, რომელიც სურვილების კოსმოსში გაგზავნასა და წარმატების მოზიდვაში დაეხმარებათ:
10 ოქტომბერი: 2026 ფორტუნას ბორბალი (Wheel of Fortune) არის ტაროს მე-10 უფროსი არკანი, რომელიც განასახიერებს ბედისწერას, იღბალს, ციკლურობას და გარდაუვალ ცვლილებებს.
ეს ბარათი შეგვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოძრაობს და იცვლება: წარუმატებლობას მოსდევს წარმატება, ხოლო აღმავლობას — დაღმავლობა.
ათ ოქტომბერს გვაქვს სამმაგი ფორტუნა რადგან რიცხვი 10-ია,თვე მე-10 და 2+0+2+6=10 10.10.10
🗝️☘️ თუ თქვენ მუშაობთ სამუთარ თავზე, აკვირდებით და იღებთ, იგებთ მინიშნებებს სამყაროდან ამ დღეს ბედი თქვენს მხარესაა.
შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი შანსი, საჩუქარი ან ფორტუნამ გაგიღიმოთ იქ, სადაც არ ელოდით. ძველი, გაჭედილი სიტუაციები დაიძვრება ადგილიდან.
იწყება ცხოვრების ახალი, უფრო დინამიური ფაზა. მოვლენები ლაგდება თავისთავად, თითქოს სამყარო გეხმარებათ საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაში.
თუ თქვენ ჯერ კიდევ გძინავთ, სამწუხაროდ, თქვენ ცდილობთ გააკონტროლოთ ის, რაც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ამიტომ დროა ხელი გაუშვათ სიტუაციას. დროებითი სტაგნაცია ან გეგმების ჩაშლა შეიძლება გამოიწვიოს, რომ მიგახვედროთ შეცვლის აუცილებლობაზე.
ეს არაა სამუდამო რადგან ბორბალი ადრე თუ გვიან მაინც დატრიალდება. და თუ თქვენ ვერ ისწავლეთ წარსულის გაკვეთილი, ისევ ერთი და იგივე პრობლემა იწყებს კვლავ დაბრუნებას თქვენს ცხოვრებაში.
🗝️ამიტომ აიღეთ ამ დღის ენერგია და გამოიყენეთ, ცხოვრების შესაცვლელად. თან ათში ახალ მთვარეა, ახლის საწყისი.
პრაქტიკა
☘️ 1. აიღეთ თაბახის ფურცელი და დაწერეთ თქვენი ოცნება აწმყო დროში. მაგ: მე ვარ წარმატებული ჩემს საქმიანობაში და არა ვიქნები წარმატებული. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ფორმულირებას სიტყვების სწორად დალაგებას. {შეგიძლიათ წინასწარ გაამზადოთ ეს ნაწერი}
2. მეორე, რაც უნდა გააკეთოთ: ვკითხულობთ ამ ნაწერს და წარმოვიდგეთ გონებაში, რაც დავწერეთ იმას.
3. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციურად განიცადო ის, რაც წარმოიდგინე {ტვინი იმახსოვრებს ემოციას და მერე იძლევა ბრძანებას მის შესასრებლად}
4. ვიღებთ ამ ფურცელს და ვამბობ: „ვააქტიურებ“.
ცეცხლის სტიქიით და ვწვავთ, ფერფლი გარეთ გადაყარეთ. ბოლო პუნქტი არის უნდა გაუშვა ეს ინფორმაცია კოსმოში, ნიშნავს აღარ იფიქრო იმაზე რაც გააქტიურე.
პ.ს. ეს არის მსგავსი იმისა რომ წერილი დაწერე და გაუგზანე ზეცას, ღმერთს, სამყაროს. დაარქვით რაც გინდათ. თუ თქვენ მუდმივათ ფიქრობთ იმაზე რაც ისურვეთ და ითვლით დღეებს (როდის ამისრულდება,რატო არ ამისრულდა…) ნიშნავს კონვერტი წერილით არ გაგიგზავნიათ, თან ატარებთ ჯიბით.
შეგიძლიათ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ თქვენი სიტყვებით, რაც გულიდან წამოვა, შეგიძლით ეს ლოცვა წაიკითხოთ, რაც ამ დღისთვის ვითხოვე:
🕯️🌙 „ ცა გაიხსნა, დატრიალდა წაღმა ბედის ბორბალი, ოთხი სტიქია შევკარი ინით, გულ-გონიერით, ხელთ აღვაპყრობ გულმხურვალედ და მფარველებს მოველი, რომ გაიხსნას ყველა გზები, ვშალე ყველა მორევი.
ქანით ვაქორწილებ ცასა, მიწას ენით მთოგველის და ქრისტეა იგი გიდი ვისაც ახლა მოველი. ლასით რაზა გადავხსენი, გულის ვწმინდე მორევი და სიყვარულს კარი ვუღე, მე მასზე ვარ მლოცველი. ჭარით ვჭერ და ვანაკუწე, რაც ძველია - მორევის, ყველა ცუდი ბმები დავჭერ შემკვრელი, შემბორკველი და თავს ვიხსნი ყველა ყულფსა რაც რომ იყო მორევის.
ახალ ჟამში გადავდივარ, ახალ მიწას მოვედი და სიკეთემ გაიღვიძა, ბორკილ იხსნა ყოველის. თავისუფლება აღდგინდა, ფრთა გავშალე მლოცველის და ჩინითა საჩინოდა გავაშუქე ყოველი.
ახალ ბედს ვწერ, მწერალი ვარ, უკეთესსა მოველი ზიარება ვშვა და ვიშვი, კვანძი ვშალე ყოველი ჰარმონიით ვიწყებ ისევ, ახალ ფურცელს მლოცველი.
ყველა კარი იღება და წარმატებას მოველი, იყო, არის, ასრულდება რაც ვთქვი სიტყვით მთოგველის
როგორც დღეს არს ახალ მთვარე, ახლის საწყისს მბოჭველი, ყველა კარგის, სიკეთის და ხვავ-ბარაქის მშოვნელი. ჰოდა, ვიწყებ ახალ ფურცლით, ბედნიერი მლოცველი“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: