Digest Logo

🎥 „სამსახურებრივი რომანების რიცხვი გაიზრდება, ამიტომ ფრთხილად იყავით...“ - გიორგი ხუბულავას 2025 წლის კარიერულ პროგნოზი

1736413244
ხუბულავა გიორგი

2024 წელი საკმაოდ რთული წელი აღმოჩნდა. გლობალურადაც და პიროვნულადაც არაერთი გამოწვევა შეგვხვდა და შესაძლოა, ბევრი გეგმა და მიზანი ვერ განვახორციელეთ. თუმცა ასტროლოგები 2025 წელს ტრანსფორმაციის, სიახლეებისა და ცვლილებების წელს უწოდებენ და ბევრი ჩვენგანი საბოლოოდ მიაღწევს იმას, რაზედაც დიდი ხანია, ოცნებობს.

2025 წლის პირველი თვეები დასაწყისისთვის ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, ასტროლოგები გამოყოფენ 3 ნიშანს, რომელთათვისაც ეს პერიოდი კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება.

ასტროლოგი გიორგი ხუბულავა სწორედ იმ 3 ნიშანს ასახელებს, რომელსაც კარიერულად ძალიან გაუმართლებს.

„პლანეტა მერკური 2025 წლის მარტ-აპრილში, ივლის-აგვისტოში და ნოემბერში რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება რეტროგრადული. რაც შეეხება ურანს, იანვრის ბოლოს დაუბრუნდება დირექტიულ სვლას და სექტემბრის დასაწყისამდე ასე გააგრძელებს. 

აღმავალი კვანძი იანვარში გადავა თევზების ზოდიაქოში, დაღმავალი კი ქალწულში. რაც შეეხება იუპიტერს, იგი თებერვლის დასაწყისში გახდება დირექტიული ნოემბრის შუა რიცხვებამდე.

როგორ მოვიქცეთ?

2025 წელს კარიერული მიმართულებით მოგიწევთ კრეატივის ამუშავება, ანუ საქმეში სტანდარტული, შაბლონური გადაწყვეტილებების გზებზე უარი უნდა თქვათ. სასურველია მოუხმოთ ფანტაზიას.

სამსახურებრივი რომანების რიცხვი გაიზრდება, ამიტომ ფრთხილად იყავით საქმე თქვენს საწინააღმდეგოდ არ შეტრიალდეს. 

წლის მეორე ნახევარი კარიერული თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია, ამიტომ მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. 

ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი კარიერულად ხელსაყრელი იქნება არის თევზები.

მთავარია თქვენ მოუხმოთ ჩვეულ ფანტაზიას. ზოდიაქოს მეორე ნიშანი არის ლომი, გირჩევთ იაქტიუროთ, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.  მესამე ნიშანი არის კირჩხიბი, გააკეთეთ ის, რაზედაც დიდი ხანი იკავებდით თავს“, - ამბობს გიორგი ხუბულავა.

@giorgi_khubulava 2025 კარიერული ასტროპროგნოზი#ახალიწელი #ასტროლოგია #ტექნიკები #ლომი♌️ #იანვარი #მშვილდოსანი♐💜 #ჰოროსკოპი #ზოდიაქო #მორიელი👑 #სასწორი♎️💜 #პროგნოზი #ქალწული♍️❤️‍🔥♥️❤️‍🔥 #კურო♉️✨ #მერწყული♒️🇬🇪 #თხისრქა♑ #ტყუპები #ვერძი♈✨❤️ #თევზები♓️💜 #კირჩხიბი♋️❤ ♬ original sound - Giorgi Khubulava Astrology

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ‼️ კალიფორნიაში ხანძარი და ტიბეტში მიწისძვრა - ცირა კუპრაშვილის წინასწარმეტყველება, რაც 1 თვეში ახდა

14 იანვარს სავსემთვარეობაა - რა რეკომენდაციებს იძლევა ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„უახლოესი ადამიანით დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი...“ - მარიტა როხვაძე