ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 18 იანვრისთვის
მთვარის დღე — 29 / 30 / 1
მთვარის ფაზა — ახალი მთვარე თხის რქაში
ვერძი
დღე არ არის ხელსაყრელი საყიდლებისთვის — შეძენილი ნივთები სიხარულს არ მოგიტანთ. შესაძლებელია გაღიზიანება ახლობელი ადამიანების მხრიდან. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და იყოთ იმ ადამიანებთან, ვინც მხარდაჭერასა და თავდაჯერებას გაძლევთ.
კურო
დაგროვილმა გაღიზიანებამ შეიძლება ახლობელ ადამიანზე იფეთქოს და ურთიერთობა გააფუჭოს. შეინარჩუნეთ თავშეკავება, შეამცირეთ კონტაქტები და იმუშავეთ მარტო. სიყვარულში მნიშვნელოვანია გულწრფელობა — ნუ დამალავთ ემოციებსა და ეჭვებს.
ტყუპები
დღეს გარემოებები შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს. ნუ შეეწინააღმდეგებით — შეამცირეთ აქტიურობა და მიიღეთ სიტუაცია. მეტი დათმობა და მოქნილობა მოგიტანთ უკეთეს შედეგს და დაგიზოგავთ ნერვებს.
კირჩხიბი
ბევრ დროს დაუთმობთ სხვის პრობლემებსა და დახმარებას. ეს დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე. თუმცა დღეს არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ფინანსური ინვესტიციები.
ლომი
შეცდომის ფასი დღეს ძალიან მაღალია. დაუფიქრებელმა სიტყვამ ან ქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ურთიერთობა დააზიანოს. იყავით მოთმინებით სავსე და აკონტროლეთ ემოციები. სასიამოვნო საუბარი დაგეხმარებათ მოდუნებაში.
ქალწული
არსებობს არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის რისკი. ფრთხილად მოეკიდეთ შეთავაზებებს და გადაწყვეტილება მხოლოდ დაფიქრების შემდეგ მიიღეთ. ახლობლების რჩევა თქვენთვის სასარგებლო იქნება — ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის გადანაწილების.
სასწორი
სამსახურში კონკურენცია გამძაფრდება — მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა. დღის პირველი ნახევარი უფრო ნაყოფიერი იქნება. საღამოს კი სასიამოვნო კომუნიკაცია დაგეხმარებათ მოდუნებაში.
მორიელი
წარმატებული დღეა რთულ საკითხში წინსვლისთვის. შედეგი შეიძლება მაშინვე არ მოვიდეს, ამიტომ მოთმინება მნიშვნელოვანია. შესაძლებელია საინტერესო თანამშრომლობის შეთავაზებები. ახლობლებთან ურთიერთობაში ეცადეთ მეტი სირბილე გამოიჩინოთ.
მშვილდოსანი
დაძაბული და რთული დღეა. ყურადღება სამუშაო საკითხებზე გადაიტანეთ და მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს — შეცდომების გამოსწორება რთული იქნება. საღამო კარგია პაემნისთვის.
თხის რქა
დღეს საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა და ძველი სქემების თავიდან არიდება. დაიწყეთ რაიმე ახალი და საინტერესო. თქვენი ხიბლი და მეგობრული განწყობა ხელს შეუწყობს სასარგებლო ან რომანტიკულ ნაცნობობას.
მერწყული
ემოციურად მძიმე დღეა. შესაძლოა მოულოდნელი პრობლემები გაჩნდეს. ირწმუნეთ საკუთარი ძალების — ყველაფერი გამოსწორდება. თავი შეიკავეთ კამათისა და ურთიერთობების გარკვევისგან. საყიდლები სჯობს გადადოთ.
თევზები
საქმე ბევრი იქნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კონცენტრირდით მთავარზე. დიდია შანსი, ყველაფერი დროულად და წარმატებით დაასრულოთ. დღის ბოლოს კომუნიკაცია შინაგან ბალანსს დაგიბრუნებთ და სასარგებლო შეთავაზებასაც მოიტანოს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბებიამ საკუთარი შვილის ორმოცზე ორი შვილიშვილი სხვადასხვა ოჯახში გააშვილა“ - თამუნა მუსერიძე
🎥 „ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა...“ - წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა