კოსმეტოლოგ-ესთეტისტი, საქართველოს კანის მოვლის ექსპერტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ნინო ხაინდრავა სტუმრად გადაცემაში „კოტქასთი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი ექიმი კოტე მათითაშვილია.
სპეციალისტმა ისაუბრა კანის მოვლის საშუალებებზე, რუჯსა და მის ნეგატიურ ზეგავლენაზე:
მზის ზემოქმედება, რუჯი და რეალობა:
ნინო ხაინდრავა: დღეს „ტრენდი“ არის თეთრი კანი, ასევე „ტრენდი“ არის ინდივიდუალურობა. რუჯი ითვლება კარგად და მიღებულად, როცა არის ძალიან მსუბუქი. მზის სხივები რა თქმა უნდა D ვიტამინის წყარო არის, მაგრამ აქაც აუცილებელია დავბრუნდეთ მზისგან დამცავებთან. უნდა აღინიშნოს რომ SPF 50 იცავს კანის 98 პროცენტს. დანარჩენი ორი არის ზუსტად ის ჯანსაღი რუჯი.
რუჯი რა თქმა უნდა აბერებს კანს. უფრო სწორად რუჯით გამოწვეული სტრესი. როცა უკვე არის ორგანიზმში გარკვეული პრობლემები, დაქოქავს სხვა მექანიზმებს და ააქტიურებს პროცესს, რომელსაც ჰქვია პიგმენტაცია.
კანის მოვლის პროდუქტების გადამეტება:
ნინო ხაინდრავა: ზამთარში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დრო ანის მოვლისთვის, თუ რაიმე მის აშრევებასთან არის დაკავშირებული. ულტრაიისფერი სხივების დაბალი დონის გამო. მივიდეთ დერმატოლოგთან, გავიაროთ კონსულტაცია და გავიაროთ ზამთარში პროცედურები.
ვერ დავიჯერებ, რომ კიტრის ანათალით, ან დაბლენდერებული მარწყვით რაიმე შედეგს მიიღებთ. ამიტომ მოდიან მერე მრავალი ალერგიით ჩემთან. მოერიდეთ სახლში დამზადებულ გამოუცდელ ნიღბებს.
კანის ინდივიდუალური შეფასება:
ნინო ხაინდრავა: დილით რომ ადგებით და დაიბანთ სახეს უნდა დააკვირდეთ როდის დაიწყებს სახე გაცხიმიანებას. თუ 10-15 წუთში ცხვირის, სახისა და თვალის მიდამოებში შენიშნეთ ცხიმი ნიშნავს რომ გაქვთ ცხიმიანი კანი.თუ ნახევარი საათს შემდეგ დაინახეთ რომ ცოტათი დაიწყო გაცხიმიანება, ნიშნავს რომ ნორმალური კანია. თუ 1 საათის შემდეგ პირიქით დაჭიმულობას შენიშნავთ სახეზე, ნიშნავს რომ მშრალი ანი გაქვთ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და რატომ არის საჭირო SPF-ი: ნინო ხაინდრავას რეკომენდაციები