
„დღეს, სამყარო ახალ გზებს გიჩვენებთ, როგორ გადაჭრათ თქვენი ცხოვრებისეული პრობლემები და გამოწვევები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება, 22 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასე გამოიყურება 👇
ვერძი - ეს ენერგია საჭიროა იმისთვის, რომ აღიქვათ სწორი პერსპექტივები. დღეს არის გადაწყვეტილების მიღების დღე, არ აჰყვეთ განცდებს და ემოციებს.
ლომი - ვერძების მსგავსად, დღეს არც თქვენ აჰყვეთ განცდებს და ემოციებს. კარგი იქნება დაკავდეთ ვარჯიშით და ფიზიკური აქტივობით.
მშვილდოსანი - ჩართულები არიან პერსპექტიულ ენერგიებში, შეგიძლიათ მიიღოთ ახალი შეთავაზებები, ფლირტი მოკლედ სასიამოვნო ენერგიები არის, მთავარია იმოქმედოთ.
კურო - კარგი დროა გაყიდვისთვის, იქნება ეს ავტომობილი თუ უძრავი ქონება. გაქვთ ახლა საშუალება დიდი ხნის მანძილზე გაჩერებული პროექტები თავიდან გამოაცოცხლოთ.
ქალწული - დღეს დაფიქრება გჭირდებათ, დიდია რისკი პროვოკაციის, ეცადეთ თქვენი სიტყვები სწორად თქვათ.
თხის რქა - ცხოვრებისული რიტმი დაბრუნდა თქვენთან, ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია.
კირჩხიბი - გჭირდებათ შინაგანი რესურსები დაალაგოთ და მოიყვანოთ წესრიგში. კარგი იქნება ლოცვა და მედიტაცია.
მორიელი - სწორი დროა მიიღოთ ის დახმარება, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ამაში კი ადამიანები და მოვლენები დაგეხმარებიან.
თევზები - თქვენთანაც ადამიანები და მოვლენები გეხმარებიან, ახალი ძალებით და ცოდნით მიიღოთ საჭირო კომუნიკაცია და შეთავაზება.
ტყუპები - გაქვთ ძალა, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოიზიდოთ საჭირო ენერგეტიკული რესურსები.
სასწორი - რომანტიული განცდები და გრძნობები მოდის მაღლა, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია საჭიროა გააზიარეთ ემოციები.
მერწყულები - ეცადეთ, ეს დღე აქტიურობაში გაატაროთ რათა მიიღოთ საციცოცხლო ენერგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი