Digest Logo

„სამყარო მორიგი „წმენდის“ პროცესშია, ტრანსფორმაციას გადის ყველა, თავის დონეზე და თავისი წილი ჩართულობით“ - რას წერს დაჯი მამულაშვილი

1757685540
დაჯი მამულაშვილი

სოციალურ ქსელში გახსნილი ჯგუფის „ასტრო-ფსიქოლოგია“ ადმინისტრატორი დაჯი მამულაშვილი წერს, რომ სამყარო წმენდის პროცესს გადის და ამ ტრანსფორმაციაშია აბსოლუტურად ყველა. 

მისი თქმით, პანდემიის ეტაპი დიდ ტრანსფორმაციული პერიოდის მხოლოდ დასაწყისი იყო. ახლა სხვა მოვლენების ეპიცენტრში ვართ, მაგრამ აზრი არ აქვს აქეთ-იქით ყურებას და მუდმივად საქმის კურსში ყოფნას:

„სამყარო მორიგი „წმენდის“ პროცესშია... ტრანსფორმაციას გადის ყველა.... აბსოლუტურად ყველა!

ერთი განსხვავებით - ყველა, განვითარების თავის დონეზე და თავისი წილი ჩართულობით...

რაც უფრო დაბლა ვართ - მით უფრო ქვემოთაა ჩვენი რეალობა და ტრანსფორმაცია - მტკივნეულად მიდის...
რაც უფრო მაღლა ვართ ცნობიერებით, სულიერად - მით უფრო მსუბუქია რეალობაც...
 
პანდემიის ეტაპი დიდ ტრანსფორმაციული პერიოდის მხოლოდ დასაწყისი იყო. ახლა სხვა მოვლენების ეპიცენტრში ვართ, მაგრამ აზრი არ აქვს აქეთ-იქით ყურებას და მუდმივად საქმის კურსში ყოფნას...

ეს მხოლოდ გაამძაფრებს შეგრძნებებს და უფრო მეტად გაიხლართებით ინფორმაციულ ქსელში, რომელსაც შედეგად მოჰყვება თქვენი ყურადღების გაფანტვა და დეზორიენტაცია.
 
სადაც არის ჩვენი ყურადღება, იქით მიედინება ენერგია. ამ ჯგუფში სულ ამაზე იწერება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოხდეს საკუთარ შინაგან სამყაროზე, სულზე და გულზე....

მხოლოდ ასე შეძლებს ადამიანი პირადი გზისა და მიმართულების პოვნას... მხოლოდ ასე შეძლებს ადამიანი საყრდენების პოვნას და გზის გაგნებას...
 
მაინც რას გვასწავლის ეს ტრანსფორმაციული პერიოდი?! რეკომენდაციები (უცხოური) ჯგუფიდან „ვინ ვარ მე“:
 
1. ტოტალური მიმღეობა და სამყაროს სრული ნდობა.

2. არანაირი მიჯაჭვულობები!

3. არ ენდო მხოლოდ გონებრივ კონსტრუქციებს და დაგეგმარებას. უსმინე ინტუიციას.

4. იცხოვრე „ახლა და აქ“.....

5....ყოფნა, სიცოცხლე, შემოქმედება და საკუთარი არსის ახალი, შეუცნობელი ასპექტების აღმოჩენა.

6. სიმსუბუქე და მობილურობა. ცვლილებებისადმი ფეხის აწყობა. არ უნდა გეშინოდეთ სიახლეების.

7. ჩვენ დედამიწაზე არავინ და არაფერი გვეკუთვნის.

8. აქ მუდმივად ტრანსფორმაციას გავდივართ.

9. ცვლილებები - მუდამ უკეთესობისკენ ხდება, თუნდაც ახლა ასე არ გეჩვენებოდეთ. ყოველი დაცემის გაცნობიერება - გააზრება მოგვიანებით მოხდება და თქვენ იქნებით უსაზღვროდ მადლიერი ყოველი ასეთი დაცემისთვის.

10. თუ სამყარო რაიმეს გვართმევს, ეს მუდამ ჩვენივე სიკეთისთვისაა. შესაძლოა, თავიდან ვერ მივხვდეთ რისთვის და რატომ, მაგრამ... შემდეგ ჩვენ ვიზრდებით და ვხვდებით ყველაფერს.

11. ღმერთი სიყვარულია... ღმერთი ბედნიერება და სიხარულია, მაგრამ სანამ ამ მდგომარეობამდე მიხვალ, მანამდე საკუთარი ეგოისტური სიბნელე და ილუზიები უნდა დაძლიო.

12. ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს სამყაროს სინათლის წიაღში: საკუთარი სიბრაზე უნდა გადააქციო სიკეთედ, სევდა სიხარულად, ტყუილი გულწრფელობად, ხოლო უსიყვარულობის ყველა ფორმა და გამოვლინება სინათლედ და სიყვარულად....

13. როგორც აღმოჩნდა, ბედნიერი შეიძლება იყო მიზეზების გარეშე (ადამიანური თუ მატერიალური მიზეზების)
მარტო იმიტომ, რომ შენ - ხარ!

14. სიცარიელე შიგნით = სიცარიელე გარეთ.... ხოლო ბედნიერება და სინათლე შიგნით ეძიეთ. შენ ხარ ყველაფრის საწყისი...

15. კეთილდღეობა და სიუხვეში ყოფნა ნიშნავს იყო, იარსებო და გასცე სინათლე... სამყარო თავად დაგიბრუნებს ყველა სიკეთეს გაათმაგებულს... ენდე მას.

უკან დასახევი გზა აღარ არსებობს... ეს ახალი დასაწყისია... ახალი ცხოვრების დასაწყისი..
 
ჩემგან კი დავამატებდი:

თუ არჩეული გზა, პოზიცია, მსოფლმხედველობა, სირთულეების მიუხედავად ბედნიერებას განიჭებს...

თუ იქ მშვიდად ხარ და არ გიჩნდება მძაფრი სურვილი ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო...

თუ ამ გზაზე ყოფნისას სამყარო გიჩვენებს და გიდასტურებს თავის ჩართულობას და გვერდით ყოფნას, ესე იგი
ის სწორია...

ის შენი გზაა...

წარმატებები ჩვენ, ყველას ტრანსფორმაციის კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ გზებზე...“, - წერს დაჯი მამულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მშობიარობის მერე ინსულინი მაქვს მომატებული, პრეპარატი, რომელიც მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო“ - რას ჰყვება ნინო მუმლაძე

🎥 „ამას ბავშვს ვერ უყიდი, ვერ ასწავლი, საუბარია პირველად ცეცხლზე, რომელიც ადამიანის სულში ინთება“ - გცალია თუ არა საკუთარი თავისთვის? ინტერვიუ ანდრო დგებუაძესთან

ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - წყვილის რომანტიკული კადრები ვენეციიდან