Digest Logo

სამყაროს რომელი სამი კანონი აკონტროლებს მთელ ჩვენს ცხოვრებას და რთულია თუ არა მისი შესრულება

1722072681
სამყაროს კანონები

გავეცნოთ სამყაროს 3 კანონს, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას. საჭიროა, მხოლოდ მიჰყვეთ მას და გაგიკვირდებათ, ისე შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თანაც, ამისთვის დიდი ძალისხმევაც არ დაგჭირდებათ, ყველაფერი მარტივი, ლოგიკური და სამართლიანია. 

- სამყაროს ძირითადი სამი კანონი, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებს, თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ მარტივი, ლოგიკური და სამართლიანია... შედეგები კი, ისე გაგაოცებთ, აღფრთოვანებას ვერ დამალავთ: ნუთუ ყველაფერი ასე იოლიაო. დიახ, სამყაროში ყველაფერი მარტივია. გაიხსენეთ კონფუცის სიტყვები: „სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, ჩვენ კი დაჟინებით ვცდილობთ, გავართულოთ.“

- მაინც რა მარტივ კანონებზეა საუბარი?

- დავიწყებ პირველი: მიზეზშედეგობრივი კანონით, ანუ ყველაფერი, რასაც სხვებისთვის აკეთებთ, თქვენვე გიბრუნდებათ. როგორც ნათქვამია: „რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი”!.. და ეს ეხება როგორც მოქმედებებს, ასევე აზრებს. მაგალითად: სხვას თუ შეურაცხყოფ, ვიღაც შენც ზუსტად იმავეს გაკადრებს; სხვის ქონებას თუ მიითვისებ (ქურდობით, თაღლითობით, შეცდომაში შეყვანით), იგივე დაგემართება შენც; თუ ვინმეს მოკლავ, მოგკლავენ შენც - რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, ეს სიმართლეა... აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მუშაობს არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი მნიშვნელობითაც. მაგალითად: დაეხმარე სხვას ფულით და ფული შენთანაც მოვა; აჩუქე სხვას ბედნიერების ნაწილი და ბედნიერება შემოვა შენს ცხოვრებაშიც... ყოველი ქმედება და აზრი ის ენერგიაა, რომელსაც სამყაროში ვაგზავნით, იქ კი „მუშავდება“ და შესაბამისი ქმედებებისა და მოვლენების სახით გვიბრუნდება უკან. ამ კანონის ზემოქმედება გარდაუვალია და შედეგები საუკუნეების შემდეგაც კი შეიძლება დაგეწიოთ! ბევრი ამბობს, ამას ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, თუ შემდეგ ცხოვრებაში, მაინც არ მემახსოვრება, რა გავაკეთეო. დიახ, დაბადებისას გარკვეულ ცოდნაზე წვდომა გვეკრძალება, მაგრამ ამ ხარვეზის შესავსებად გვეძლევა მშობლები... და სწორედ მშობლების ნაკლია, შვილებს ამ კანონის გავლენაზე რომ არაფერს უხსნიან. ისინი ბავშვის გონებას ყველანაირი ნაგვით ტვირთავენ, ყველაზე მთავარზე კი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მთელ მის ცხოვრებაზე, არაფერს უხსნიან. მაგრამ, როგორც ამბობენ, შვილებს ამას დედის რძესთან ერთად თუ ვასწავლით და თავადაც შესაბამისად მოვიქცევით, რამდენიმე თაობის შემდეგ დედამიწაზე ომები და ნგრევა, სიღარიბე და უბედურება გაქრება.

- მეორე კანონით რას გვაძლევს სამყარო?

- მეორე მატერიალიზაციის კანონია, ანუ სამყარო კეთილი ჯადოქარია, რომელიც ხორცს ასხამს ყველაფერს, რაც გვინდა: თუ გინდა, იყო მდიდარი, იქნები მდიდარი; თუ გინდა იყო ჯანმრთელი, იქნები ჯანმრთელი; წყალზე სიარული გინდა, გაივლი წყალზე; კედელში გავლა გინდა, გაივლი კედელშიც - სამყარო მოგცემთ ყველაფერს, რაც გსურთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, გააპროტესტოთ: მე სიმდიდრე და კეთილდღეობა მინდა, მაგრამ ფინანსური სირთულეებისა და პრობლემების მეტი არაფერი მაქვსო; ანდა მინდა, ვიყო ჯანმრთელი და ძალ-ღონით სავსე, მაგრამ ავადმყოფობას თავს ვერ ვაღწევ, სრულიად გამოფიტული ვარო. რაღაც არ ემთხვევა ამ კანონში?! აბა ვნახოთ, რამდენ დროს უთმობთ, თუნდაც, ფიქრს იმაზე, როგორ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, ანდა თქვენს პრობლემებს თუ შეისწავლით?

- როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- დააკვირდით საკუთარ თავს ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში და თქვენდა გასაკვირად აღმოაჩენთ, რომ მთელი თავისუფალი დროის 95-99 პროცენტზე მეტს უთმობთ ყველაფერს, საკუთარი შემოსავლების ზრდის გარდა. იგივე ეხება ჯანმრთელობასაც. სადაც ჩვენი ყურადღებაა, იქ არის ჩვენი ენერგიაც. ამიტომ: თუ მუდმივად პრობლემებზე ფიქრობთ, თქვენი ენერგიაც მის გაზრდაზე მუშაობს; მაგრამ, თუ ფიქრებს შემოსავლის ზრდისკენ მიმართავთ, ენერგიაც ამ მიმართულებით იმუშავებს; ყურადღებას თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე გადაიტანთ, ენერგიაც მისკენ მიემართება... და რადგან ჩვენი ენერგია სამყაროს ენერგიას უკავშირდება, მთელი სამყაროც ჩვენთვის იმუშავებს! ასევე, განდევნეთ ფიქრები პრობლემებსა და წარუმატებლობაზე: იფიქრეთ ყოველთვის კარგზე, იმაზე, თუ რა მშვენიერი ცხოვრება გექნებათ. თავი წარმოიდგინეთ ჯანმრთელი და წარმატებული. დიახ, თავდაპირველად ეს მხოლოდ ოცნება იქნება, მაგრამ გახსოვდეთ: სადაც შენი ყურადღებაა, იქ არის შენი ენერგიაც... სამყარო კი დაგეხმარება.

- დაბოლოს, მესამე კანონი...

- ეს არის წონასწორობის კანონი: შემოქმედს განზრახული ჰქონდა, სამყაროში ყველაფერი ჰარმონიულად განვითარებულიყო და ბალანსი არაფერში დარღვეულიყო. ამიტომ, თუ სადმე რაღაც გაქრება, მის ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებს, რაც გაუჩინარებულის „ღვაწლს,“ როგორც ამბობენ, პლუს „პროცენტებით“ ანაზღაურებს. ამიტომ, მატერიალურად დანაკარგის გამო, მაშინვე ნუ ჩამოყრით ყურებს, სამყარო ყველაფერს აანაზღაურებს, როგორც ამბობენ, „დაკარგული მოგების” გათვალისწინებითაც კი. უბრალოდ რომ ავხსნათ, თქვენი დანაკარგი „გირაოა“ ახალი შესაძლებლობების გასახსნელად. ხშირად გიჭირთ, ფულს შეელიოთ ან სხვა რამით დაეხმაროთ ვინმეს, მაგრამ იმისთვის, რომ ცხოვრების ახალ დონეზე გადახვიდეთ, თქვენც უნდა გაიღოთ რაღაც. თუ ამის გასაკეთებლად, თავად არ გყოფნით გამბედაობა, სამყარო ბიძგს აძლევს მოვლენების განვითარებას, მომავალში კი ყველაფერს აგინაზღაურებთ. რატომ აკეთებს ის ამას? - რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენად მივიჩნევთ, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვეკუთვნის - მას ვქირაობთ: საკუთარი სხეულით დაწყებული, ჯიბეში ხურდით დამთავრებული. ყველაფერი სამყაროს ეკუთვნის და ისიც საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს მას. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, მივიღოთ ის როგორც მოცემულობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დასრულდა „ჩვენთან ერთად“ - ჩემი კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, კიდევ ერთი უდიდესი გამოცდილება სატელევიზიო ცხოვრების გზაზე“ - ნანუკა გულუა

„გილოცავ მამიკო, ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ“ - გია ბაღაშვილი ანასტასიას დაბადების დღეს ულოცავს

ცაგერში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა

წყარო: tbiliselebi.ge