Digest Logo

🎥 „სანამ სახლიდან გახვალთ შეგიძლიათ, მადლობა უთხრათ შემოქმედს...“ - შემოდგომის ბუნიობა: გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

1790155291
გიორგი ლობჯანიძე

დღე და ღამე ხანგრძლივობით ტოლდება, ხოლო მზე სასწორის კარდინალურ ნიშანში გადადის - შემოდგომის ბუნიობა სამყაროში წონასწორობისა და ენერგეტიკული განახლების ახალ ციკლს ხსნის. აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეა. შეგახსენებთ, რომ დღეს 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა გვაქვს. (დღეღამტოლობა).

ესაა პერიოდი, როდესაც შემოდის უტყუარი შემოდგომა!

ჩვენ კი ვულოცავთ ერთმანეთს შემოდგომის დადგომას 1-ელ სექტემბერს, მაგრამ ჭეშმარიტად ნამდვილი შემოდგომის სურნელი დგება მაშინ, როცა მზე ასრულებს თავის მოძრაობის ციკლს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და გადაბრძანდება სასწორის ზოდიაქოში.

დააკვირდით აბა ამ დროს ბუნიობას: ხსნის სასწორი და სეზონის პირველი მთლიანი თვეც, როგორც დღეღამტოლობა სასწორის ნიშნის მსგავსად გაწონასწორებულია, რაც ეტყობა ამინდს, არც ძალიან ცივა, არც ზედმეტად ცხელა, გარემოს, ბუნების „ზე პიკური“ სილამაზის თვალისმომჭრელ ფერებს, ბოლო ბოლო სასწორი ხომ ვენერით ნამართი საოცარი ფერთატონალობაა.

შემოდგომა ესაა ქალური ენერგია, განსხვავებით გაზაფხულის ბუნიობისგან, როცა მზე შედის ვერძში და კაცური ძალებით იწყება სეზონი. ამ შემთხვევაში კი ყურადღება მოსავლისკენაა მიმართული.

დღეს, როცა ადგებით, სანამ სახლიდან გახვალთ შეგიძლიათ მადლობა უთხრათ შემოქმედს, თვით უფალს, რომ კვლავ გაქვთ შანსი იცხოვროთ ამ ბუნებაში, ჩაიფიქრეთ პოზიტიური სურვილები, ეცადეთ მიიღოთ და გასცეთ მეტი სიხარული და დღე მსუბუქი, მარტივი საქმეებით დაიწყოთ და ასევე სასიამოვნო ნოტაზე დაასრულოთ.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო - გააქტიურდით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დავაკვირდეთ საკუთარ ცხოვრებას...“ - 23 სექტემბერი, შემოდგომის ბუნიობა: ანა ჯალაღონიას ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება: ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რომანტიკული ურთიერთობები, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება