Digest Logo

„საქართველო არ არის მხოლოდ საზღვრები, არამედ სულიერი ცენტრია, ჩვენი მიწა ატარებს ძლიერ ენერგიას...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

1765635910
თეო ხაბულიანი

პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ საზღვრები არ არის და მას ძლიერი ენერგია აქვს:

„საქართველო თავიდან არის ასაშენებელი, არა აგურით არამედ ცნობიერებით.

არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით.  ყველა დარგი უნდა დაინგრეს და ახალი სტრუქტურები უნდა აშენდეს.
დღეს თითქმის არც ერთი სფერო არ დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე.

მედიცინა, განათლება, მედია , ხელოვნება, პოლიტიკა , აღარ ჩამოვთვლი ყველაფერს ყველაფერი შესაცვლელია.
პოლიტიკა შუღლს, ჯიბრს და დაყოფას თესავს. ნაცებად და ქოცებად დაყოფილი საქართველო ...

ეს ხელოვნურად დანერგილი ძილია.  სიძულვილის პროპაგანდა სადაც ადამიანებზე არავინ ფიქრობს..
ტელევიზიები? „რეალითი“ შოუები სკანდალები, დაცინვა, გინება, რას ემსახურება ეგ ყველაფერი? რამე ღირებული ინფორმაციები გადმოიცეს ადამიანებისთვის გინახავთ ვინმეს? რომელი გადაცემები ემსახურება ადამიანის განვითარებას, ღმერთს, სიყვარულს, ცნობიერებას? პირდაპირი მნიშვნელობით მასობრივად წლების მანძილზე ინერგება ადამიანთა ცნობიერების განადგურება. ტიკტოკის სიცარიელე. 

ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის მუშაობს ადამიანმა არ იფიქროს, არ იგრძნოს, არ გაიხსენოს ვინ არის.
აღარაფერს ვამბობ რა ხდება ტიკტოკში სადაც ერთადერთი ღირებულება გახდა, დაცინვა , ერთმანეთის გინება, ვინ რა კრემი წაისვა დილით, მომავალი თაობა რომელიც ამ ყველაფერს ხედავს რა ღირებულებებზე უნდა გაიზარდოს? და ვინ უწყობს ამას ხელს? რა თქმა უნდა ჩვენ, არ არის მაყურებელი არ არის შედეგი. არის მაყურებელი და ესაა შედეგი.

და მედიცინა? 

ადამიანს, რომელსაც საშუალება არ აქვს აწუხებს რაიმე , მივა დაუწყებენ მკითხაობას , გაუშვებენ ათას ექიმთან, დაუნიშნავენ ორი ათას წამალს, შემდეგ მუდმივად ამყოფებენ ამ მედიკამენტებზე, თუ მანამდე ვინმეს აწუხებდა გული, ამის შემდეგ სხვა რამეებიც უავადდება, ტკივილი აქვს, დაუნიშნავენ წამლებს, მაგრამ არავინ უხსნის რატომ სტკივა,  არავინ უყურებს ქვეცნობიერს, ემოციებს, ტრავმებს, ენერგიას.

არავინ ასწავლის, რომ დაავადებას მიზეზი აქვს და არა მხოლოდ სიმპტომი.არავინ გეტყვის ფსიქოსომატურ ახსნას თუ საიდან მომდინარეობდა შენი დაავადების ფესვი, მედეას ქვეყანაში რომ ამდენი დაავადებული ადამიანია , და რომ არავინ იყენებს ძველი და ახალი ცოდნის სინთეზს, ეს ნორმალურია?

ფსიქოლოგია და ფსიქიატრია?

ძვირი, ხანგრძლივი და ხშირად შედეგის გარეშე.ადამიანი რომელსაც უჭირს ერთი ვიზიტი 100 ლარი ღირს და სჭირდება უამრავი ვიზიტი, თან ვიზიტი რომელიც ან მოუტანს შედეგს ან არა , წამლებით რომ ცდილობენ ბავშვობის ტრავმების შიშების ქვეცნობიერი ფსიქიკის განკურნებას ეს ნორმალურია? რატომ არავინ ხსნის რეალურ მიზეზებს, რატომ არავინ ასწავლის ტვინის ტალღების შესახებ? სიხშირეებით თერაპიის შესახებ? სუნთქვით და სხვა მრავალ სანკურნებელ პრაქტიკას? რატომ არავინ უხსნის მათი პრობლემების რეალურ მიზეზებს? რატომ არავინ მუშაობს ცნობიერებაზე? წამლების დანიშვნით როგორ განიკურნება ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება ზუგრგზე მოკიდებული ატარებს ტვირთს? ასე უბრალოდ გადაყლაპავს წამალს და მორჩა? დეპრესიის წამლებს რომ უნიშნავენ დეპრესიის მიზეზებზე ვინმე ამუშავებს მათ? ან რატომ არავინ უხსნის ენერგეტიკას? ბავშვობის ტრავმების მკურნალობა აბებით,ეს ნორმალური არ არის.

კვება? საწამლავი საკვების სახელით.

არავინ უხსნის ხალხს, როგორ მოქმედებს კვება ემოციებზე, ფსიქიკაზე, ენერგიაზე.  და მერე გვიკვირს, რატომ არის ერი დაავადებული.ვინმე აკონტროლებს იმას რომ მაღაზიებში , ქუჩის კვების ობიექტებში საშაურმეებში და ყველგან რომ პირდაპირი მნიშვნელობით საწამლავი იყიდება? ვინმე უხსნის ადიანებს რამხელა გავლენა აქვს ამეებით კვებას მათ ემოციურ მდგომარეობაზე? ყველაფერი არაჯანსაღის რეკლამა რომ კეთდება რაც ნაგავია, ვინმე აკონტროლებს ამას?

სკოლებში ბავშვებს ასწავლიან ფორმულებს,მაგრამ არ ასწავლიან საკუთარ თავს.არ ასწავლიან ემოციების მართვას, ცნობიერებას, სულიერებას, არ ასწავლიან საქართველოს ნამდვილ, დაფარულ ისტორიას, არ ასწავლიან სიყვარულს. მთლიანად შესაცვლელია ძველი დანერგილი სისტემა.

ვინც ჭეშმარიტად ნიჭიერია ხელოვნების სფეროში არავის აინტერესებს არავინ ეხმარება მათ, და გახდაში ურიცხავენ ფულს ტიკტოკში სხვებს..დააკვირდით რა ჭირს ქართულ ხელოვნებას დღეს... ისინი გააზიარეთ მათ დაუდექით გვერდში ვინც ნიჭიერი ახალგაზრდები არიან.

რა თქმა უნდა იქნება გაჭირვება, რა თქმა უნდა იქნება უსიხარულობა , ყველა მხრიდან მიმდინარეობს ადამიანთა მოსაშლელაე დანერგილი პროგრამები. აღარ არის დრო რომ გვეძინოს, გაღვიძება უნდა დაიწყოს, მოქმედების დროა, ცნობიერების გარდაქმნის დროა. გამოღვიძებულ გაცნობიერებულ ხალხზე ძლიერი არაფერია, ყველაფერი რაც დღეს ხდება ჩვენ ვაძლევთ ნებას ჩვენი ძილით.

აღარ უყუროთ ცნობიერების დასადეგრადირებელ გადაცემებს და რეალით შოუებს, რომ არ ეყოლებათ მაყურებელი ერთ დღესაც მიხვდებიან რომ რაღაც უნდა შეცვალონ.  საქართველოს სულიერი მისია ძველად იყო სინათლისა და სიბრძნის გამტარებლობა.

ეს არის მიწა, რომელმაც წმინდა ცოდნა, ღვთიური კავშირი და სულიერი ძალა შეინახა საუკუნეების განმავლობაში.
საქართველო არ არის მხოლოდ საზღვრები, საქართველო სულიერი ცენტრია.

ჩვენი მიწა ატარებს ძლიერ ენერგიას. მისი დაცვა და სწორად გამოყენებაა საჭირო.ტკივილი, რომელიც ამ ერს საუკუნეები დაჰყვა, უნდა გარდაიქმნას სინათლედ.

ერთიანობა დღეს ჩვენი მთავარი მისიაა.
არა პოლიტიკური გაერთიანება
არამედ გულისა და გონის კავშირი.
ქართველებმა უნდა გააცნობიერონ
ერთის ტკივილი ყველას ტკივილია.

ერთის სიხარული ყველას სიხარული.
ერთიანობა მაშინ მოდის,
როცა შურისძიება იცვლება მიტევებით,
სიძულვილი მადლიერებით,
და ღმერთის სიყვარული სიტყვებიდან ქმედებაში გადადის.
ათასმა ადამიანმა შეიძლება ღმერთზე ილაპარაკოს,
მაგრამ თუ ქმედებებში სიძულვილია
ეს სიყვარული არ არის.
აღარ არის ძილის დრო.
გაღვიძების დრო მოვიდა.
ცნობიერების გარდაქმნის დრო მოვიდა.

გამოღვიძებულ ადამიანებზე დიდი ძალა არ არსებობს. სისტემები მხოლოდ მაშინ გვმართავენ, როცა ჩვენ ვიძინებთ.
ერთადერთი რეალური გამოსავალი საკუთარი თავის შეცნობაა.

და შემდეგ  გაცნობიერებული ადამიანების ერთობა, რომლებიც ააშენებენ სრულიად ახალ, ნათელ საქართველოს,
სადაც სულიერება ბოლო კი არა პირველი იქნება.

გაერთიანება იწყება თითოეული ჩვენგანიდან.

ჩვენი მისია ახლა ერთობაა, სიყვარულია, ღმერთის გახსენებაა.

საქართველო კვლავ გაანათებს“, - წერს თეო ხაბულიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უფლება გაქვს, ცოცხალი იყო: გაბრაზდე, სხვისი პრობლემა შენი არ იყოს, ისაუბრო, გეწყინოს, გეტკინოს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 13 დეკემბერს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

„დაწერეთ ყველაფერი რაც გაქვთ, გადაკეცეთ ფურცელი ისე, რომ ნაწერი დაფარული იყოს და მოათავსეთ ყუთში ან ქილაში...“ - თამუნა იოსელიანი 13 დეკემბრის პრაქტიკას გვიზიარებს