Digest Logo

🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1751004680
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, შეეცადეთ მაქსიმალურად კარგი გარემო შეიქმნათ. არ გქონდეთ ურთიერთობა ნეგატიურ ადამიანებთან, კონცენტრირდით პოზიტივზე. მოუსმინეთ მუსიკას ან დაკავდით საქმით, რომელიც თქვენზე ჰარმონიულად მოქმედებს“, - 27 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

ვერძი

არ გაქვთ სურვილი კომუნიკაცია გქონდეთ ადამიანებთან. შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი განმარტოვდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. კარგი იქნება დაისვენოთ და ენერგია აღიდგინოთ.

კურო

არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა, უმჯობესია დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. შეგიძლიათ დრო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ. თავიდან აირიდეთ მძიმე რუტინული საქმიანობა.

ტყუპები

მნიშვნელოვანი დღეა. გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვა. არის ალბათობა იმისა, რომ რაღაც გამოგეპაროთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი კარგად შეისწავლოთ.

კირჩხიბი

ემოციური დღეა, თუმცა დადებითი კუთხით. მარტივი იქნება ნებისმიერი ადამიანის გაგება და მათთან კომუნიკაციაში შესვლა. სასიამოვნო დღე გელოდებათ.

ლომი

საინტერესო დღეა, საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები. პრობლემებს სხვა თვალით შეხედავთ და დაინახავთ გამოსავალს.

ქალწული

არ არის გამორიცხული დღეს სხვანაირი დამოკიდებულება და აღქმა გქონდეთ ყველაფრის მიმართ. შესაძლოა გაგიჩნდეთ სხვების თანაგრძნობის სურვილი. გაითვალისწინეთ სწორად შეაფასოთ სიტუაციები.

სასწორი

ნეიტრალური დღეა, დილა შეიძლება არც ისე სასურველად დაიწყოთ. დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება. დაღლილობას იგრძნობთ თუმცა გამოსწორდება ესეც. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ.

მორიელი

მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი ემოციები და გრძნობები გამოხატოთ. ეცადეთ არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ბევრი სასიამოვნო ცვლილება გელოდებათ, მათ შორის სასიყვარულო მიმართულებით.

მშვილდოსანი

დღეს გჭირდებათ ემოციური კომფორტი. უმჯობესი იქნება დღევანდელი დღე მყუდრო და მშვიდ გარემოში გაატაროთ. შეგიძლიათ იყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა.

თხის რქა

პრიორიტეტულია პარტნიორული ურთიერთობები. შესაძლოა მეტი მზრუნველობა დაგჭირდეთ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. პასუხისმგებლობები აიღეთ საკუთარ თავზე.

მერწყული

საინტერესო დღეა. მოგეცემათ შესაძლებლობა ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. კარგი იქნება თუ თქვენ იდეებს ჩამოწერთ. დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად სწორად.

თევზები

თვენი ინტუიცია გაძლიერებულია. მარტივად მიხვდებით სად როგორ მოიქცეთ. კარგი იქნება თუ დღეს მეტად მოქნილები იქნებით. მარტივად მოერგეთ ნებისმიერ სიტუაციას.

უქმე დღეები: შაბათი საკმაოდ აქტიურია, ნებისმიერი იმპულსი და ქმედება გამართლებული იქნება. შეეცადეთ დღე ნაყოფიერად გამოიყენეთ. კვირა დღე გაატარეთ სიმშვიდეში და კომფორტულ გარემოში“, - გვირჩევს ნინა სუსლოვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში – დაღუპულია მამა-შვილი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 კალორიული დეფიციტი, კლება, კალორაჟის ნორმა... - ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები