
კალორიული დეფიციტი არის როდესაც, ყოველდღიურად ნაკლებ კალორიას იღებ, ვიდრე ორგანიზმი მოიხმარს ენერგიისთვის. წარმოიდგინე შენი სხეული როგორც „ენერგიის ბიუჯეტი“ - თუ ხარჯავ მეტს, ვიდრე იღებ – „დეფიციტში“ შედიხარ. ორგანიზმი ამ დანაკლისს „აკომპენსირებს“ ცხიმების წვით. ეს იწვევს წონის კლებას.
სწორედ აღნიშნულ საკითხებზე როგორიცაა: კალორიული დეფიციტი, კლება, კალორაჟის ნორმა, შეშუპება, ექსტრემალური დიეტა, შიმშილი - გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ ნუტრიციოლოგმა სანდრო გოგოხიამ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რა არის კალორია?
სანდრო გოგოხია: ტერმინებით საუბარი ადამიანთან არაფერს მოგვცემს. ასე რომ სულ ვცდილობ ადამიანს მარტივ ენაზე ავუხსნა. კალორია არის სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი გრამი წლის გასათბობად ერთი გრადუს-ცელსიუსით. ეს საზოგადოებას არაფერს მისცემს. ამიტომ საჭიროა მათთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ.
ორგანიზმს რა კალორიაც სჭირდება იმაზე ნაკლებს თუ იღებ დღის განმავლობაში, ესე იგი იკლებ თუ მეტს იმატებ. არის საკვებთან დაკავშირებული კალორია. საკვების ენერგეტიკული ღირებულების განმსაზღვრელია კალორია. თავად სიტყვა კალორია არის საზომი ერთეულია.
რა განსაზღვრავს დღიური კალორაჟის ნორმას?
სანდრო გოგოხია: თავდაპირველად მაგის განმსაზღვრელი აუცილებლად გენეტიკაა. ასევე მნიშვნელობა აქვს ცხოვრების სტილს, თუმცა მაინც ძირითადი ნაწილი რაღაცებისა ადამიანს გენეტიკურად გადმოჰყვება ხოლმე. ცხოვრების სტილიც მოქმედებს, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. კუნთური მასაც რამდენია ორგანიზმში მაგაზეც დამოკიდებულია კალორაჟი. ზოგიერთის შემთხვევაში არის ისე, რომ არაფრის კეთებაში უფრო მეტ კალორიას წვავს. ქალის ორგანიზმს მეტი კალორია, სჭირდება ვიდრე კაცისას.
როგორია ჯანსაღი კლების პროცესი?
სანდრო გოგოხია: 145 კილოდან 140-ზე რომ ჩამოვა ადამიანი ერთ კვირაში ძალიან ნორმალური ამბავია, თუმცა 55 კილოდან 50-ზე წარმოუდგენელი. წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. თუ ადამიანი არის მაგალითად 80 კილო, დღის განმავლობაში მიირთმევს სწრაფი კვების პროდუქტს, მაშინ მის ორგანიზმში ბევრი წყალი და ნაგავი იქნება შეკავებული. ამიტომ შესაძლებელია კლება მალე მოხდეს ასეთ ადამიანში. თუმცა იგივე წონის ადამიანი, რომელიც ჯანსაღად იკვებება შედარებით ნელა იკლებს წონაში. თავიდან უცებ დაკლება ძირითადად სითხეზეა დამოკიდებული.
ექსტრემალური დიეტები
სანდრო გოგოხია: ექსტრემალური დიეტები რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბევრად მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი. ბევრი არასწორი საკვებისა და დიეტის მიღების შემთხვევაში იმის ალბათობაც არის რომ, მომავალში ბევრად ნაკლები კალორაჟის მიღება მოგიწიოთ წონის კლებისთვის. ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე ამ ყველაფერთან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები