
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
🎥 კალორიული დეფიციტი, კლება, კალორაჟის ნორმა... - ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები
წყარო: infoimereti.ge