ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პირადი რუკის მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს როგორ შეიძლება მისი შედგენა:
„მეგობრებო
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უკვე ათასჯერ მითქვამს ალბათ:
ზუსტი დროის ცოდნის გარეშე პირადი რუკა ვერ აიგება. მიახლოებითი დრო - თენდებოდა, დილა იყო, ღამე იყო, 2-დან 3-მდე...და ასე შემდეგ - არ გამოდგება.
იმიტომ რომ:
- საშუალოდ რუკა იცვლება ყოველ 4 წუთში.
- პლანეტები იცვლიან მდებარეობას,
- გადადიან 1 სახლიდან მეორეში და იქ,
- შესაბამისად სხვა დატვირთვას იძენენ.
თუ არ გაქვთ თქვენი დრო გარკვეული, მაგრამ იცით მიახლოებით, უნდა მომმართოთ მე ან სხვა გამოცდილ ასტროლოგს დროის დადგენის მიზნით, შეავსოთ მოცულობითი კითხვარი, გაიხსენოთ თარიღები, დამიზუსტოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე და გამომიგზავნოთ თქვენი ფოტოები ვიზუალის აღსაქმელად.
ამის მერე მე ვიწყებ რამდენიმე საათიან (ხანდახან რამდენიმედღიან) მუშაობას და ასტროლოგიური მეთოდებით, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას.
ანუ არაა ეს იოლი და ხელწამოსაკრავი ამბავი. ამას ეწოდება რეკტიფიკაცია, ანუ დაბადების ზუსტი დროის დადგენა.
სხვადასხვა ინტერვალის გარკვევა-დაზუსტება, სხვადასხვა ღირებულებისაა. რაც ნაკლები დროის შუალედია გასარკვევი, მით ნაკლებს იხდით და პირიქით.
ახალ შემომამატებულებისათვის ვწერ, თორემ ძველებმა კი იცით ეს“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაციკო...“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს