Digest Logo

„სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1650435486
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:56-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის ერთი თვით კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ორგანიზებულობას, დისციპლინას და პრაგმატულობას, ნებისყოფას, შეუპოვრობასა და სტაბილურობის სურვილს, მეორეს მხრივ სიჯიუტესა და ეჭვიანობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, სპორტული ღონისძიებებისა და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით, ხილით, ბოსტნეულით და ასკილის ჩაით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა ფილტვების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, სარდიონი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მწუხარებით გაცნობთ ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალებას, ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება მშობელმა გამოსცადოს“ - კრიშტიანუ რონალდუ

🔵„ვცხოვრობ დამოუკიდებლად სრულიად მარტო... მაქვს ბინა, მანქანა და ბიზნესი“- დაქორწინების სურვილის მქონე ქალბატონების საყურადღებოდ!

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი