
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:00-მდე და 23:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას და სარკასტულ გამოთქმებს, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, იურიდიული კონსულტაციის მიღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური და ცხარე საკვების მიღებას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ლურჯი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე ცუდი კვირა დაიწყო - დღეს 3 საათიდან სიფრთხილე გმართებთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
🔵„ახლა თქვენი დრო იწყება“ - ვის ექნება ვარსკვლავური პერიოდი მიმდინარე კვირაში