Digest Logo

„სასიკეთო მოვლენები გელოდებათ პირად ცხოვრებაში, არის ქორწინების შანსები, თუმცა...“ - ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1647243462
ცაგარელი მიხეილი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთულია, რადგან 18 მარტს სავსემთვარეობა 20-ში კი მზებუდობა. ცაგარელი ყველას აფრთხილებს, რომ 18-დან 25 მარტამდე პერიოდი რთულია, ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმონ.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მათ კოსმოსი სხვადასხვა შანსებს ჰპირდება:

♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, თუმცა ჯერ კიდევ იგრძნობთ დაღლილობას და აუცილებელია დასვენება, რადგან დაღლილობა შესაძლოა, ნევროზულ მდგომარეობაში გადავიდეს. სამაგიეროდ ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ საქმიან სფეროში, წარმატების შანსი ძალიან მაღალია, 20 რიცხვის შემდეგ ნახავთ როგორ დაგეხმარებიან ადამიანები სამსახურებრივ სფეროში. ახლა კოსმოსი თქვენგან საიდუმლოს დაცვას ითხოვს, არ გათქვათ გეგმები.

♉კურო - თქვენი იმუნიტეტი ძალიან მდგრადია, ამიტომ, აქტიური ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები. ყველაფერი მოასწარით 18 მარტამდე, შემდეგ უკვე იძაბება ვითარება. თქვენ ირგვლივ სწრაფად ცვლადი ვითარება იქნება, სიტუაციები დაჩქარდება და გჭირდებათ, რომ მას ფეხი აუწყოთ.

♊ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა კარიერულ საკითხში წარმატებები გელით.შესაძლოა, მიიღოთ ახალ სამსახურთან დაკავშირებით შემოთავაზება ან დაწინაურება, ამიტომ დინამიკაც საჭიროა და დასვენებაც.

♋კირჩხიბი - ერთ-ერთი ყველა წარმატებული ნიშანია ამ კვირაში, კარგია უცხოელებთან კონტაქტი სწავლა, სტაჟირების გავლა, ბიზნესის წამოწყება. პირადი ცხოვრების მიმართულებითაც გელოდებათ წარმატებები, ამიტომ იაქტიურეთ.

♌ლომი - ცოტა მეტად დაისვენეთ და გაუფრთხილდით ენერგოტონუსს, რადგან ის ჯერ კიდევ დაბალია, სხვა მხრივ სასიკეთო მოვლენები გელოდებათ პირად ცხოვრებაში, არის ქორწინების შანსები, თუმცა გაფრთხილებთ, სავსემთვარეობაზე დაქორწინება შემდეგ ბევრ კონფლიქტს გამოიწვევს.

♍ქალწული - აქტიური, ენერგიული და შრომისუნარიანია. კარგი პერიოდი აქვს პარტნიორულ ურთიერთობებში, თუმცა თავი შეიკავეთ კაპიტალ-დაბანდებისაგან, რადგან მოსალოდნელია მოგატყუონ.

♎სასწორი - შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომლებსაც ძალიან დაგეხმარებათ თქვენი იდეების განხორციელებაში. შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენის ძალიან კარგი შანსი გაქვთ. ამიტომ თუ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით და ცოტა მეტად დაისვენებთ ყველაფერი კარგად გექნებათ.

♍მორიელი - გაუჩერებელი და არნახულად ენერგიულია, ფრიად წარმატებული და შარმიანი ხართ. ლატარიების მოგების ალბათობა დიდი გაქვთ,წარმატება, იღბლიანობა თქვენს მხარესაა.

♐მშვილდოსანი - თქვენი გამოცოცხლების პერიოდი დგება, ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, ეს კვირა დაუთმეთ ოჯახს სახლი გაალამაზეთ ოჯახი მოიწყვეთ. სასიკეთო ცვლილებები უკვე იწყება და მომავალი კვირიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

♑თხის რქა - რაც შეიძლება მეტი კონტაქტები უნდა დაამყაროთ ადამიანებთან, არ მოგერიდოთ შეაწუხეთ ხალხი. საოცარ თანადგომას მიიღებთ ადამიანებისგან. ენერგოტონუსი მდგრადია და ყველაფერი წავა ძალიან კარგად. 

♒მერწყული - ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ, რადგან გადაღლის ალბათობა არის, თუმცა თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება მოსალოდნელია შემოსავლების გაზრდა და ფინანსური წყაროს მოძიება. ასევე საეჭვო ინტიმური კონტაქტებისკენ მიდრეკილება მატულობს და ამ მიმართულებითაც მოგეთხოვებათ სიფრთხილე.

♓თევზები - გამოიყენეთ ეს კვირა, ესაა ბოლო კვირა ამ წელში, როდესაც თქვენს ნიშანს მზე გადის, ამიტომ მაქსიმალურად იაქტიურეთ, იყავით გულმოწყალეები და გაეცით ძალიან ბევრი სითბო, რომ დაგიბრუნდეთ სიკეთით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა