ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, 21 აგვისტოს სახასიათო ნიშნებზე საუბრობს.
ასტროლოგი აღნიშნავს, რომ მთვარე კვლავ თევზებშია, შესაბამისად 21 აგვისტოს თან ახლავს ჰარმონიაც და კონფლიქტებიც.
„მთვარე მე-16 მე-17 დღეებშია, მისი კლების ფაზა მიმდინარეობს და კვლავინდებურად თევზების ზოდიაქოშია.
დაძაბული ასპექტები ჭარბობს უფრო დილის საათებში. შემდეგ უკვე თანდათან ჰარმონიული ასპექტები ერთვება, დაახლოებით საღამოს 6 საათისკენ.
ოპოზიცია რა თქმა უნდა არის ჩხუბი უთანხმოება, გაუგებრობები საქმიან პარტნიორთან. ასევე დრო არის ფულთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოთ. შეიძლება ისეთ რაღაცაში გადავყაროთ ფული, რომ შემდეგ ვინანოთ.
სასიყვარულო საკითხებში ფრთხილად იყავით. დაახლოებით ორი საათისთვის და გაითვალისწინეთ. ხელს შეგვიშლის ახალი ადამიანების გაცნობაში. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობაც არარეკომენდებულია. აგრესიასაც უნდა ვერიდოთ. ასპექტის დასასრული დაახლოებით 4 საათისთვის იქნება. ემოციები და ნერვიულობა ხელს შეგვიშლის სწორ გადაწყვეტილებების მიღებაში.
მთვარე - ურანის ტექსტილი შედარებით ჰარმონიულია. მოულოდნელი და ახალი, სასიხარულო ამბები გელით. ელექტრო ენერგიასთან და ავიაციასთან კონტაქტი მშვენივრად შეიძლება. ყველანაირი ინოვაცია შესაძლებელია.
17:43 საათიდან მთვარისა და პლუტონის ტექსტილი იწყება, რა დროსაც მისაღებია საზოგადოებრივი ურთიერთობები და ღონისძიებები. ასევე ფასიანი ქაღალდებით მუშაობისათვის. შეგვიძლია მოვაგვაროთ ნოტარიუსთან აუცილებელი დოკუმენტების მოწესრიგება“, - აღნიშნა ხათუნა ნოელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: