დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი სამძიმრის წერილს ავრცელებს და ოჯახის წევრებს თანაუგრძნობს.
„სამძიმარი
მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.
მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თეიმურაზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო დასს, მრევლს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: