ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს თქმით, ინფექციის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი და დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.
„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის - არა“, - განაცხადა კლუგემ.
მისივე თქმით, თუ გლობალური ზომები მიღებული არ იქნა, ვირუსის გავრცელება გარდაუვალია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: