სასწორი, ეს არის შემოდგომის ბუნიობის კარდინალური წერტილი, როცა დღე - ღამის ხანგრძლივობა თანაბარია, ანუ დაბალანსებულია. ამ დროს ხდება ეკვატორის გადაკვეთა მზის მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან სამხრეთისკენ. ინვოლუციურ სამყაროში ეს მდგომარეობა აღიქმება როგორც სულის და მატერიის ბალანსი.
დასავლური ასტროლოგიის მიხედვით იხსნება კარიბჭე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანის ცნობიერ და ქვეცნობიერ სამყაროს. სწორედ სასწორის ზოდიაქო განაპირობებს სულიერი და მატერიალური დონეების ურთიერთობას, თანამშრომლობას.
ეს არის გარღვევა დროსა და სივრცეში, რაც შესაძლებელს ხდის ფენომენალური შესაძლებლობების გამოვლენას რეალურ სამყაროში. სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანია და წარმოადგენს ადამიანის ევულუციის მეშვიდე საფეხურს, სამყაროს უნივერსალური ციკლის მეშვიდე ფაზას. საწყებული ვერძიდან, სასწორი პირველი ნიშანია, სადაც ხდება ყურადღების გადატანა სხვა ინდივიდებზე. ადამიანი აცნობიერებს, რომ სხვა ინდივიდებს აქვთ იგივე გრძნობები, მოტივაციები, სურვილები და საჭიროებები, როგორიც მას.
სასწორამდე ნიშნებში არსებობს ინდივიდი და მისგან განსხვავებული სხვა ინდივიდები. სასწორი კი სხვა ინდივიდებს და საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც „ჩვენ“- სოციუმის ნაწილად, ჯგუფის ნაწილად. სასწორში ადამიანი ცდილობს დაამყაროს კავშირი თავის შინაგან „მე“-სთან ბალანსის და ჰარმონიის გზით.
ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სასწორის თანავარსკვლავედი უკავშირდება სამართლიანობის ქალღმერთ- დიკეს, რომელიც იყო ზევსის და თემიდას შვილი. ის დედამიწაზე დადიოდა თავის სასწორით და ადამიანების საქციელის შესახებ ამბები მიჰქონდა მამამისთან- ზევსთან.
იმისათვის, რომ მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის შეეტანა , თვალები ჰქონდა ახვეული. ქალღმერთი დიკე ყოველთვის იცავდა სიმართლეს და სასტიკად ვერ იტანდა სიცრუეს და ტყუილს.
მისი სასწორი არასდროს ცდებოდა და ზუსტად წონიდა სიმართლეს და უსამართლობას. უსამართლო საქციელისთვის ზევსი უმკაცრესად სჯიდა ყველას სამაგალითოდ, რათა დედამიწაზე დაემყარებინა სრული სამართლიანობა და წესრიგი. სასწორის თანავარსკვლავედი გვახსენებს სამართლიანობის და სამყაროს წესების შესახებ, კარმული პრინციპის შესახებ. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შევინარჩუნოთ ბალანსი სულიერ და მატერიალურ დონეებს შორის, მაშინ „სამყაროს უმაღლესი ძალები“ შეძლებენ ამას წონასწორობის კანონის თანახმად. სასწორს წინ უძღვის ქალწულის თავშეკავებული, ინტელექტუალური და სუბლიმირებული ენერგია.
შემდეგ მოსდევს მორიელის ტრანსფორმაციული ძალა, რომელიც სიმბოლურად ამარცხებს ეგოს და წარმოქმნის ახალ, ინსტინქტური გამოვლინებებისგან თავისუფალ „მე“-ს. სასწორი მერყეობს ამ ორი ენერგიას შორის და მისი არსია სიკეთის და ბოროტების დაბალანსება. მისი ერთი თასი მორიელის სურვილების სამყაროსკენ იხრება, მეორე- ქალწულის თავშეკავების ტენდენციებისკენ. ბალანსი ნებისმიერი ჰარმონიის აუცილებელი პირობაა.
სასწორი ფლობს წონასწორობის ხელოვნების უნარს, ჰარმონიას გრძნობებსა და გონებას შორის. ის ინტუიციურად გრძნობს, სად მდებარეობს პროპორციულობის წერტილი. ეს თვისება, სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ანიჭებს დახვეწილ გემოვნებას და ესთეტიურობის განცდას.
სასწორი ესთეტიკის, ჰარმონიის და ხელოვნების ნიშანია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ვენერა, სასწორის მმართველი, რომელიც მფარველობს ხელოვნებას და მშვენიერებას. როგორც შემოდგომის დღეღამსწორობის ნიშანი , სასწორი ასევე განასახიერებს ინტროვერსიის პროცესს - როდესაც ადამიანი იწყებს ჩაღრმავებას შინაგან, სულიერ სამყაროში. სასწორი ვერძის საპირისპირო ნიშანია.
ვერძი - ეს არის იმპულსი ფიზიკური გამოვლინებისთვის, სასწორი კი არის იმპულსი შინაგანი, ემოციური გამოვლინებისთვის. სასწორი არის, ორ უკიდურეს გამოვლინებას შორის ბალანსის და ჰარმონიის პრინციპი. შერიგების სურვილი, კომპრომისის ძიება, თეთრსა და შავს შორის რყევა და არჩევანის სირთულე. როგორც კარდინალური ჰაერის სტიქია, მიმართულია შემოქმედებითი პროცესების ინიციაციისკენ- დაწყება და მოქმედებაში მოყვანა. როგორც ჰაერის ნიშანი, მოქმედებს ინტელექტუალურ და სოციალურ სფეროებში. მას აქვს უნარი ობიექტურად დაინახოს მედლის ორივე მხარე. ვენერა, რომელიც სასწორის ნიშანს მართავს, პასუხისმგებელია სილამაზესა და პარტნიორობაზე.
ვენერას ადამიანები ურთიერთკავშირს ეძებენ ყველგან - საკუთარ თავთან, ადამიანებთან, ეძებენ კავშირს ხელოვნებასთან, მუსიკასთან, მეცნიერებასთან, სამყაროს შემოქმედთან. შეიძლება უცნაურად ჩანს, მაგრამ სატურნი- შეზღუდვის, პასუხისმგებლობის, სისტემის პლანეტა, სასწორში ამაღლებულ პოზიციაშია( ეგზალტაციაშია), ამის მიზეზად კი შეიძლება ჩაითვალოს სასწორის სამართლიანობისკენ და წინასწორობისკენ მიმართული ბუნება.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა:
კომულიკაბელურობა, შინაგანი და გარეგნული ჰარმონიის და ესთეტიკის სურვილი, თანდაყოლილი დიპლომატია, მათ ძალუძთ იპოვონ კომპრომისი და დააბალანსონ არათანაბარი ენერგიები. ბუნებით ესთეტები არიან, უყვართ გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. იზიდავთ სოციალური აქტივობები, შესანიშნავი თანამოსაუბრეები და თანამშრომლები არიან. ძალიან ძნელად გადააქვთ მატერიალური სირთულეები. შინაგანად აქვთ ყველაფერი ძვირფასის და ფასეულის, მშვენიერის მოთხოვნილება. ასევე შინაგანად ანგრევს მათ , როცა ვინმე უბრძანებს და საყვედურობს. ნებისმიერი სირთულე მათ ხდის აპათიურს და ლეთარგიულს.
ცუდად გრძნობენ თავს, როცა არ აქვთ საკმარისი ყურადღება და დაფასება გარე სამყაროსგან. როცა მათი ქმედება და შეხედულებები უგულველყოფილია. ქალი - სასწორი საუკეთესო მეუღლე და თანამგზავრია. ის ეხმარება თავის პარტნიორს ყველაფერში, აძლევს საუკეთესო რჩევებს და დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახურ ჰარმონიაში. დადებითი თვისებები: რომანტიკული, თავაზიანი, ტაქტიანი, დახვეწილი, კომპრომისის უნარი, გემოვნებიანი. უარყოფითი: თვითრწმენის ნაკლებობა, არათანმიმდევრული, გაუწონასწორებელი, ცვალებადი, მგრძნობიარე, გულუბრყვილო, ილუზიისკენ მიდრეკილი, ზოგჯერ ამჟღავნებს არასერიოზულობას და ორმაგობას. სასწორი მოხერხებულია, რაც ხელს უწყობს დიპლომატიურ სამსახურში. ყოველთვის შეყვარებულია ვინმეზე ამ რამეზე, სიყვარულის გარეშე არ შეუძლია. ვერ იტანს უთანხმოებას და სკანდალებს.
გაკვეთილი, რომელიც სასწორმა უნდა ისწავლოს, არის ის, რომ წონასწორობისკენ და ჰარმონიისკენ,თუნდაც სამართლიანობისკენ მიმავალი გზა გადის იმ ურთიერთობებზე, რომელიც მხარს გვიჭერს და საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გამოვხატოთ საკუთარი უნიკალურობა, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენმა პარტნიორმა. იმისთვის, რომ სასწორმა განამტკიცოს თვითდაჯერებულობა, ესაჭიროება ურთიერთობა, რომელიც მას სრულყოფილების განცდას მიანიჭებს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი სრულყოფილებისთვის არ გვჭირდება დამოკიდებულება სხვა ვინმეზე, ეს შესაძლებელია ჩვენი სულიერი და ფიზიკური სამყაროს ურთიერთკავშირით და ბალანსით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მიყვარს შენი დედა რომ ვარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
⭕„თითოეული კადრი სულის სიღრმემდე აღწევს...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს