დღეს, 2026 წლის 10 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალმთვარეობაა.
ეს დღე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შევჩერდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და დავფიქრდეთ, რისი მიღწევა გვინდა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.
დღეს რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რათა მომდევნო თვე მაქსიმალურად ნაყოფიერი და სასიკეთო იყოს.
რა არის სასურველი ამ დღეს?
გადადეთ ყველა არასავალდებულო საქმე და რამდენიმე საათი სიმშვიდესა და დასვენებას დაუთმეთ.
დაალაგეთ სახლი, მოიშორეთ გაფუჭებული ნივთები და ის ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ.
გადახედეთ თქვენს ხარჯებს და აღმოაჩინეთ ფინანსური ჩვევა, რომლის გამოც ფული შეუმჩნევლად გეხარჯებათ.
მოამზადეთ რაიმე თაფლით და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს. დაე, თქვენს სახლში მეტი სითბო, სიმყუდროვე და კეთილი სიტყვა იყოს.
რას უნდა მოერიდოთ ამ დღეს?
ნუ გააკეთებთ დიდ შენაძენებს ემოციების გავლენით.
ნუ გაარკვევთ ურთიერთობებს გაღიზიანებულ მდგომარეობაში და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად.
და აი, რას გირჩევთ ყველაზე მეტად!
მას შემდეგ, რაც ახალმთვარეობა დადგება, დაახლოებით 18:50 საათის შემდეგ - აიღეთ ფურცელი და დაწერეთ ერთი სურვილი, რომლის ახდენასაც მომდევნო მთვარის ციკლის განმავლობაში ისურვებდით.
აუცილებლად ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილი კონკრეტულად, ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა მშვენიერი ხარ ჩემო შემოდგომის ყვავილო...“ - ირინეოს შენგელია დედას დაბადების დღეს ულოცავს