Digest Logo

🎥 „ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, გინდა, რთული დღეები მალე დასრულდეს... დედობა საოცარი და ამავდროულად უცნაური გრძნობაა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი

1791628974
 ჯანეტ ქერდიყოშვილი

პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.

ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში დედობასთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს გვიზიარებს:

„დედობა საოცარი და ამავდროულად უცნაური გრძნობაა… 🤍

ზოგჯერ ისე ძალიან გინდა, სულ ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩე, საკუთარ თავს დაუთმო დრო, სიჩუმით დატკბე… მაგრამ როგორც კი შვილს შორდები, უკვე მისი მონატრება გიპყრობს.

ზოგჯერ დაღლილობისგან ძალაც აღარ შეგრჩენია, მთელი დღე ფიქრობ, როდის დადგება საღამო, როდის დაიძინებენ ბავშვები… მაგრამ როცა სახლში სიჩუმე დგება, შენ მაინც არ იძინებ, რადგან ეს ერთადერთი დროა, როცა შეგიძლია, უბრალოდ საკუთარი თავი იყო.

ზოგჯერ გენატრება შენი ძველი ცხოვრება, შენი თავისუფლება, ის დრო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი… მაგრამ ახლა ვეღარც კი წარმოგიდგენია სამყარო შენი შვილების გარეშე.

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ყველას საჭიროება, სურვილი და ტკივილი ახსოვს. ცდილობ, ყველასთვის ყველაფერი მოასწრო, ყველას სითბო და სიყვარული ეყოს… და ამ ყველაფერში ხშირად გავიწყდება საკუთარი თავი.

ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, გინდა, ეს რთული დღეები მალე დასრულდეს… მაგრამ იმავე წამს გულში ჩუმად ნატრობ, ნეტავ დრო ცოტა ხნით გაჩერდეს.

ნეტავ კიდევ დიდხანს დარჩნენ პატარები…

ნეტავ კიდევ დიდხანს გეძახდნენ ყოველ წუთს „დედას“…

ნეტავ კიდევ დიდხანს ეტეოდნენ შენს მკლავებში ისე, როგორც დღეს…

რადგან იცი, ერთ დღესაც ეს პატარა ხელები გაიზრდება, ეს ხმაური მოგენატრება და ის დღეები, რომლებიც ახლა უსასრულოდ გეჩვენება, შენს ყველაზე ძვირფას მოგონებებად იქცევა.

ალბათ, სწორედ ეს არის დედობის ყველაზე დიდი პარადოქსი . ზოგჯერ გინდა, ერთი დღით მაინც დაისვენო ყველაფრისგან, მაგრამ ამავდროულად მთელი გულით ნატრობ, რომ ეს დღეები არასოდეს დასრულდეს.

დედობა გვასწავლის, რომ შეიძლება ერთდროულად იყო უსაზღვროდ დაღლილი და უსაზღვროდ ბედნიერი.

და ალბათ, ყველაზე დიდი სიყვარულიც სწორედ ეს არის… 🤍“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.

წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Janet Kerdikoshvili (@janeta_kerdikoshvili)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ახალი მთვარე სასწორში და ურთიერთობები: „მიუთითებს ზეწოლაზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და დაფარული თემების ზედაპირზე ამოტივტივებაზე“

⭕„რა მშვენიერი ხარ ჩემო შემოდგომის ყვავილო...“ - ირინეოს შენგელია დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕დაბადების დღემდე არსებული 7 დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რატომ არის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

✕