Digest Logo

„სასურველია მოვერიდოთ ექსტრემალურ სიტუაციებს, ცეცხლსასროლ იარაღს, ბასრი ნივთების გამოყენებას“ - ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები რამაზ გიგაურისგან

1749462726
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი ივნისის საყურადღებო თარიღებს ასახელებს და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს:

„როგორც ივნისის ვიდეო პროგნოზში ვთქვით, დღევანდელი დღიდან დაიწყო ივნისის ნეგატიური პერიოდი, რომელიც 23 ივნისამდე გასტანს.

ალბათ ყველამ იხილა წუხელ, ამერიკაში, ლოს-ანჯელესში პრეზიდენტ ტრამპის ანტიმიგრაციული კანონის წინააღმდეგ აგრესიული გამოსვლები, სადაც მოჰყვა პოლიციის მანქანებზე თუ განყოფილებებზე თავდასხმები.

იგივე რუსეთის მხრიდან უკრაინის მასიური დაბომბვა სპეცოპერაცია „აბლაბუდას“ საპასუხოდ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების და დრონების უმეტესობა ჰაერშივე გაანეიტრალა.

თუ გადავხედავთ ამ კვირას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ივნისის ყველაზე რთული პერიოდი შეიძლება გამოდგეს. ამიტომ ყველას წინდახედულობა და სიფრთხილის გამოჩენა მართებს.

* 9-10 ივნისს მერკური კვადრატშია სატურნთან და ნეპტუნთან, რაც მიანიშნებს გართულებულ კომუნიკაციაზე, ცრუ-ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე, ტყუილის და ცდუნების მაღალ ალბათობაზე. დღეს და ხვალ ნერვული სისტემა დაძაბულია, ამიტომ, სასურველია მოვერიდოთ ურთიერთობებში კრიზისების გაღრმავებას, მომატებულია წინააღმდეგობრიობა, აქედან გამომდინარე, ურთიერთობების გარკვევას მოსალოდნელია უკუშედეგები მოჰყვეს. როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მოსალოდნელია სკანდალები, მანიპულაციები და ულტიმატუმის ენით ლაპარაკი.

* 11 ივნისი - სავსემთვარეობაა, რაც მიანიშნებს გადამეტებულ ოპტიმიზმზე, რასაც მივყავართ ცრუ-იმედებთან. იმატებს უტაქტობისა და უხეშობის ალბათობა. ჩვენი ნათქვამი სიმართლე შეიძლება სხვებს არ მოეწონოთ, ამიტომ სასურველია დიპლომატიურები ვიყოთ და ახლობელი ადამიანების პოზიციაც გავითვალისწინოთ.

* 12-13 ივნისი ემოციურად შეზღუდული დღეები იქნება. ადამიანები უფრო პრაგმატულები და გარკვეულწილად ჩაკეტილები გახდებიან. თუმცა მეორე მხრივ, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს „ბობოქარი ემოციების“ დაწყნარებას და მომავლის პრაქტიკულად დანახვას.

* 13 ივნისიდან განსაკუთრებულად ძლიერდება მარსი-ურანის კვადრატი, რომლის პიკი 15 ივნისს იქნება. თუმცა მისი ძლიერი გავლენა საგრძნობი იქნება 16-22 ივნისის შუალედშიც. ეს საკმაოდ საშიში პერიოდია, როდესაც იზრდება ტექნიკური ავარიების ალბათობა. ეს არის სიტყვების „ენერგია“, „ძალა“, „აგრესია“ და „უცბად“, „მოულოდნელად“, „რევოლუციურად“ სინთეზი. ამ დროს მდგომარეობა მოსალოდნელია ერთი ხელის მოსმით გაუარესდეს.

• ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებში მოიმატებს არაადეკვატურობის და დაპირისპირების ალბათობა. იმატებს განხეთქილების, განქორწინების, სამსახურის დატოვების ალბათობა.

• გლობალურად კი, ეს ასპექტი მიანიშნებს სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე. შეიძლება ვიხილოთ ახალი მასიური თავდასხმები რუსეთ-უკრაინის შორის, ახალი საპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ“ წერტილში, აფეთქებები და სახელმწიფო გადატრიალებები (ან მისი მცდელობები).

სასურველია, 9-23 ივნისი და განსაკუთრებით ეს კვირა მშვიდად და ყოველგვარი გართულებების გარეშე გავიაროთ. ახლობელ ადამიანებთან მომთმენი, გულისხმიერი და მოსიყვარულე ვიყოთ, მოვერიდოთ ექსტრემალურ სიტუაციებს, ცეცხლსასროლ იარაღს, ბასრი ნივთების გამოყენებისას ნელა და ფრთხილად ვიმოქმედოთ.

ეს გარკვეულწილად დაგვაზღვევს მოსალოდნელი პრობლემებისგან“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფენომენალური მომენტია ემოციური გაფართოებისა და პიროვნული ზრდისთვის, სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი თანაგრძნობით მიდგომისათვის!“ - გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი

„ძალიან რთულია დაძინება, მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება, ჯერ კიდე სიზმარში ვართ, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია“ - ნიკოლოზ ფალიანის და ემოციურ პოსტს ავრცელებს

🎥 „ისევ ერთად ვართ, ვმეგობრობთ, გვიყვარს ერთმანეთი და გვენატრება, რადგან საქმემ გაგვყარა“ - „შუადღეს“ კვლავ ზურა და თაკო წაიყვანს