„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და დღის ენერგია შედარებით მძიმე, დაძაბული იქნება. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან და დოკუმენტებთან მიმართებით. არ არის სასურველი რაიმეზე ხელის მოწერა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇
ვერძი - მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, ის რაც ფინანსებს ან შეხვედრებს უკავშირდება. დღის მეორე ნახევარი დაძაბული იქნება, ამიტომ არ არის სასურველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
კურო - თუ დაგეგმილი გქონდათ შენაძენების განხორციელება, უმჯობესია ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში გარკვეული წყენა გაგიჩნდეთ იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც კარგ ურთიერთობაში ხართ.
ტყუპები - იყავით მაქსიმალურად პოზიტიურები, დაგეგმეთ ყველაფერი, რასაც თქვენთვის ბედნიერება და დადებითი განწყობა მოაქვს. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ უსიამოვნო, რუტინული საქმიანობა.
კირჩხიბი - სასურველია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ურთიერთობებს. იქნება რაღაც გაუგებრობა, ვერ მიხვდებით რატომ ხდება, შეეცადეთ ყველაფერს სსხვა თვალით შეხედოთ. იყავით ლმობიერები.
ლომი - ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იმ საქმეებს, რისი მოგვარებაც მარტივად შეგიძლიათ. დღე არ გამოიყენოთ ხარჯებისთვის და შენაძენებისთვის. არ ისესხოთ და არ გაასესხოთ ფული.
ქალწული - ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს, სასურველი არ არის ოჯახური პრობლემის დღეს მოგვარება, რადგან ეს არ იქნება თქვენთვის სასურველი.
სასწორი - საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, სასურველია ყურადღება პირად, პარტნიორულ ურთიერთობას მიაქციოთ. გაუზიარეთ მათ თქვენი აზრები. პრობლემები მოაგვარეთ.
მორიელი - არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმის, დაგეგმვის, დრო. პირიქით, სასურველია დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. შეგიძლიათ წახვიდეთ სპაში და განიტვირთოთ.
მშვილდოსანი - შეინარჩუნეთ პოზიტივი, იყავით დაკვირვებით, რადგან შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეთ. მოაგროვეთ ინფორმაცია და ყურადღება გარემოებებს მიაქციეთ.
თხის რქა - საკმაოდ პოზიტიური დღეა და სხვებზე შთაბეჭდილებას მარტივად მოახდენთ, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები დღეს განახორციელეთ. შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი.
მერწყული - საინტერესო დღეა ურთიერთობების კუთხით, მრავალფეროვანი დღე გექნებათ. კარგი დღეა ძველი მეგობრების მოსანახულებლად.
თევზები - შეეცადეთ დისტანცია შეინარჩუნოთ ადამიანებთან, ნუ დააკისრებთ მათ პასუხისმგებლობებს. თავად აიღეთ პასუხისმგებლობა. არ შეხვიდეთ სხვის პირად სივრცეში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენი ქორწინების 4 წლის თავზე...“ - გიორგი გასვიანი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 ცხენოსნებით მოცული ქუთაისი და ზღაპრული ხელის თხოვნა - გაიცანით, ამბის მთავარი გმირები