ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
„სიახლე გვაქვს
ამასობაში ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა.. სიყვარულისა და სილამაზის პლანეტამ ენერგია შეიცვალა.
თუ ბოლო დღეებში უცებ მოგინდა კარადის დალაგება, იდეალური ლუქის აწყობა, ან დეტალებზე ისეთი ყურადღება მიაქციე, როგორც არასდროს, ეს სულაც არ არის შემთხვევითი!!
ვენერა ქალწულში გვეუბნება: სიყვარული სიტყვებით კი არა, ქმედებებით მტკიცდება.
ახლა შთაგონება ხმაურიან ემოციებში კი არა, პატარა დეტალებში იმალება. სწორად შერჩეულ ფერს, სუფთა სივრცეს, მოვლილ გარეგნობას და გულწრფელ ზრუნვას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეიძლება გვეგონოს.
ამ პერიოდის მთავარი პლუსები: საკუთარ თავზე ზრუნვა; გარდერობის განახლება კლასიკური სტილით; სახლისა და გარემოს მოწესრიგება; სიყვარულის გამოხატვა ქმედებებით; საიმედო და ერთგულ ადამიანებთან დაახლოება..
თუ დაბადების რუკაში ძლიერი ვენერა გაქვთ, ახლა შეიძლება განსაკუთრებით გაგიმძაფრდეთ გემოვნება, ესთეტიკის შეგრძნება და იმ სილამაზის დანახვა, რასაც სხვები ხშირად ვერ ამჩნევენ.
მაგრამ არის ჩრდილოვანი მხარეც: ზედმეტი კრიტიკა; სხვის ნაკლზე კონცენტრირება; ყველაფრის კონტროლის სურვილი; რწმენა, რომ ვინმეს აუცილებლად შეცვლით.
ვენერა ქალწულში 6 აგვისტომდე დარჩება. ეს საუკეთესო დროა არა მხოლოდ სახლისა და გარდერობის, არამედ გრძნობების, ურთიერთობებისა და ცხოვრების პრიორიტეტების დასალაგებლად.
და გახსოვდეთ… ხშირად ყველაზე დიდი სიყვარული ხმამაღალ სიტყვებში კი არა, იმ პატარა, ყოველდღიურ ზრუნვაში იმალება, რომელსაც ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა გელით სასიყვარულო ფრონტზე? - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი გარდამტეხი იქნება