11 ოქტომბრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა კონფლიქტებზე, ურთიერთობების დაძაბვასა და გაგების შემცირებაზე მიანიშნებს.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
„11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, იძაბება ურთიერთობები, ურთიერთგაგება მცირდება, კონფლიქტის ალბათობა იმატებს, რაც ითხოვს ყველასგან ცოტა მეტ ყურადღებას, წინდახედულობას, თავდაჭერას ყველა სახის ურთიერთობაში. ცოტა მეტი ყურადღებაც უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას.
მზე გადის სასწორის ზოდიაქოს, სასწორი კი არის მშვიდობა, შესაბამისად, ენერგიები აგრესიისა მაინც ნაკლებია.
ახლა არის მშვიდობის და სიყვარულის პერიოდი, რადგან სასწორს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს.
საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ხელოვნებისთვის, შემოქმედებითობისთვის.
პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მშვილდოსანში. ეს კი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გააფართოოს არეალი სიყვარულისა უცხოეთში. შესაძლოა თქვენს რჩეულს მგზავრობა-მოგზაურობის დროს შეხვდეთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამარჯობა, მე ილია მქვია“ - ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებული შვილის კადრებს პირველად აქვეყნებს