ნოემბრის მთავარი ნეგატიური პერიოდია: 13-22 რიცხვის ჩათვლით. ამ დროს დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ ყურადღებაა მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები არ დაიწყოთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეიძინოს უძრავი ქონება, ეს კვირა მისთვის კარგი იქნება, განსაკუთრებით შაბათი დღე. გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ურთიერთგაგება მცირდება, ტრავმულ-ავარიულობა იმატებს.
ნოემბრის დანარჩენი პერიოდი არ არის ცუდი.
მერკური (გონების, ინტელექტის მმართველი პლანეტა) და ვენერა უკუმავალია, რეტროგრადული (15 ნოემბრამდე). ეს ნიშნავს, რომ ახლა ძველი იდეებისადმი, შეცვლის, გამოსწორების პერიოდია. არსებობს ტენდენცია, დაბრუნდეს ძველი სიყვარული.
ყურადღებას ითხოვს ნოემბრის ორი რიცხვი: 9 და 24. აქ გვაქვს ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა. ეს მიკროგამოცდაა სამყაროსგან. მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.
26 ნოემბერს მარსი გადადის ქალწულში. მოქმედება გახდება ორგანიზებული და პრაგმატული.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს:
ვერძი - ყურადღებიანი უნდა იყოს. საიდუმლო პერიოდი გაქვთ, ენას კბილი უნდა დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ გეგმებზე, ყველაფერი უკუღმა წავა. შეიძლება ძველი ინტიმური პარტნიორების დაბრუნება.
კურო - საკმაოდ კარგად იგრძნობთ თავს, ენერგოტონუსი გემატებათ, უფრო აქტიური იქნებით. საუკეთესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობისთვის, გინდათ პირად/სასიყვარულო მიმართებაში, გინდათ ბიზნესში. უნდა იყოთ უკიდურესად სამართლიანი.
ტყუპები - გაქვთ საინტერესო პერიოდი. საუკეთესო დროა საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად, აზრების, გონების დასალაგებლად. ჯანმრთელობის პრობლემისთვის, რომელსაც ვერ აგვარებდით, ახლა უნდა მიხვიდეთ ექიმთან.
კირჩხიბი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია ნოემბრის. ნაკლებად იღლებით, შრომისუნარიანობა იმატებს, ინტუიცია უფრო მდგრადი ხდება. თქვენთვის ნოემბერი სიყვარულის თვეა, ამიტომ საუკეთესო დროა რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
ლომი - თქვენი ენერგოტონუსი დაეცემა თვის პირველ ნახევარში, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ შეხვალთ კონფლიქტებში და მოერიდეთ საქმის გარჩევას. შეიძლება სახლში რაღაც სახის პრობლემა მოხდეს. არ მოუშალოთ ნერვები ოჯახის წევრებს.
ქალწული - ჯანზე მოდიხართ, ყოველდღე გემატებათ ენერგია, შარმი, იღბალი თქვენს მხარეს გადმოდის. უნდა იყოთ აქტიურები, ეს არ გიყვართ, მაგრამ ამჯერად უნდა გააქტიურდეთ. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ნაცნობობა, სწავლა, ინფორმაციები გელოდებათ.
სასწორი - ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით, რადგან შეცდომებს დაუშვებთ. ფანტაზიებს ნუ გამოიყენებთ რეალურ ცხოვრებაში, დაეყრდენით რეალურ ფაქტებს.
მორიელი - მთავარი მოთამაშე ნიშანი ხართ, ყველაზე აქტიური, უშიშარი, მებრძოლი, ლიდერი, გაცისკროვნებული თვალებით. მიდექით-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, წლის განმავლობაში საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ყველა სფეროში გიმართლებთ.
მშვილდოსანი - დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი ყოველდღე მცირდება, მეტი ძილი მოგინდებათ, ადვილად დაიღლებით. იმუნიტეტი დაბალია და ჯანმრთელობა არასტაბილური. არ აწარმოოთ მოლაპარაკებები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ იჩქაროთ.
თხის რქა - სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ენერგოტონუსი მატულობს, განწყობაც უმჯობესდება. პრობლემებს მარტივად გადაჭრით. საინტერესო პერიოდია, რადგან ბუნებით კონსერვატორია, უყვართ ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, მაგრამ ახლა სამყარო თქვენგან ითხოვს ექსტრავაგანტურობას.
მერწყული - სპონტანური ნიშანია, ამ დროს კი სამყარო მათ ეუბნება, გახდით თხის რქა, ანუ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაგმატული. საკუთარი თავი ჩარჩოში უნდა ჩასვათ და მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ პროფესიულ საქმიანობას.
თევზები - თქვენ გაქვთ მგზავრობა-მოგზაურობის, უცხოელებთან კონტაქტის საუკეთესო პერიოდი. მესამე ფავორიტი ნიშანია თევზები, თქვენი დროა. მიდექით-მოდექით, იმოძრავეთ, ხალხი შეაწუხეთ. ოპტიმიზმი იმატებს, დაეყრდენით მას და იქნებით წარმატებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნუ ცდილობთ, გადაარჩინოთ ემოციურად დაზიანებული ადამიანები“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი