ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის გაიგივება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ორივე პროფესიის წარმომადგენელი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მათ სამუშაო სფეროებს შორის მკაფიო ზღვრის გავლება საზოგადოებისთვის ხშირად რთულია.
რა განსხვავებაა ამ ორ პროფესიას შორის? - აღნიშნულ თემაზე ფსიქიატრ ხატია სულაბერიძემ პოდკასტში „ოთარი ექიმო“ ისაუბრა:
„ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ფსიქიატრი არის ექიმი, ფსიქოლოგი არ არის პროფესიით ექიმი.
ფსიქიატრი სვავს დიაგნოზს, იწყებს მკურნალობას მედიკამენტებით.
ფსიქოლოგი შემოიფარგლება მხოლოდ საუბრით, მას მედიკამენტური ჩარევის შესაძლებლობა არ აქვს.
ერთად კომბინაციაში, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ფსიქიკური დაავადების დროს არის იდეალური კომბინაცია.
ხშირად, პაციენტებს იმიტომ, რომ მედიკამენტის მიღების ეშინიათ, ძველი გადმონაშთი, რომ ფსიქიატრი საშიშია, ურჩევნიათ, ფსიქოლოგთან მივიდნენ“, - ამბობს ხატია სულაბერიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოემოციური სიმშვიდე ორსულებისთვის? - რჩევები მომავალი დედებისთვის