
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, პაციენტი კი საპატრულო პოლიციამ შესაბამის უწყებაში გადაიყვანა.
„შემოყვანილი იქნა პაციენტი, 37 წლის ქალბატონი. მას უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც საჭირო იყო. მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს, საბედნიეროდ, დაზიანებები ზედაპირულია, მის სიცოცხლეა საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერად გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და აღნიშნული პიროვნება შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავენ კლინიკაში.
თავდასხმის კადრები „პალიტრანიუსმა“ მოიპოვა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: