Digest Logo

„შარმი და მიზიდულობა მატულობს, თუმცა გახსოვდეთ...“- მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1700467446
ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.

♈ ვერძი

ამ პერიოდში გრძნობთ ენერგოტონუსის მომატებას, ანუ ნაკლებად დაიღლებით და კომუნიკაცია მატულობს, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ პრობლემები. თუ პარტნიორთან პრობლემები გქონდათ ამ პრობლემების გარჩევა მოგიწევთ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება განმარტოება მოგინდათ და დაფიქრდეთ, რისგან მოდის პრობლემები. ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ თქვენი მიზნები.

♉ კურო

ტრანსფორმაციის პერიოდია, შეიძლება გადაიხედოს ურთიერთობები, ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები და ახალი პუნქტები შემოვიდეს ურთიერთობებშიც.

♊ ტყუპები

ენერგოტნუსი მატულობს, მაგრამ დედამიწის უარყოფით ენერგოველში შესვლით ისინი იზღუდებიან კვირის მეორე ნახევრიდან. არ არიან დამოუკიდებლები, ზღუდავენ კოლეგები, პარტნიორები რაც იწვევს პროტესტს მათი მხრიდან. ამიტომ გამოიჩინონ დიპლომატია, რათა კვირა არ გადაიზარდოს კონფლიქტებში და კამათში. 

♋ კირჩხიბი

ენერგოტონუსი მაღალია და გაქვთ ჯერ კიდევ საშუალება ინტუიციით იმოქმედოთ, ამიტომ კვირის პირველ ნახევარში იაქტიურეთ, შემდეგი კვირა არ იქნება ასეთი, თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ, რომ ხელის შემშლელი ფაქტორები იქნება თქვენს წინააღმდეგ.

♌ ლომი 

შეიძლება ჰქონდეთ მშობლებთან პრობლემები, ძირითადი ყურადღება მშობლებზე მიმართეთ. საკუთარი თავისთვის არ გცალიათ.

♍ ქალწული 

ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ სამსახურშიც და სახლშიც შეიძლება მოუწიოს კამათი. გამოიჩინეთ დიპლომატია, რათა ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს დიდ კამათში.

♎ სასწორი

მთავარი პრობლემა თქვენი არის, რომ არ ეკიდებით საქმეს პასუხისმგებლობით, რაც კვირის მეორე ნახევარში დადებს შედეგს, ამიტომ ეცადეთ ყველა საქმეს მოეკიდოთ გულით.

♏ მორიელი

ერთ-ერთი ფავორიტი, აქტიური და ენერგიულია, თუმცა აქვს წყალქვეშა დინებები, კვირის მეორე ნახევრიდან ეცდებიან თქვენი თავისუფლება შეზღუდონ.

♐ მშვილდოსანი 

ენერგოტონუსი იწყებს მომატებას, ხდებით აქტიურები და ენერგიულები. შარმი და მიზიდულობა მატულობს, თუმცა გახსოვდეთ, თქვენ წინააღმდეგ არის ფარული მტრები და ჭორები. არ გათქვათ თქვენი მიზნები, თორემ ყველაფერი უკუღმა წავა.

♑ თხის რქა

გამოიყენეთ ეს კვირა, რადგან შემდეგი კვირიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. ეს პერიოდი არის კარგი როგორც ფინანსური კუთხით, ასევე კონტაქტებისთვის და გამოიყენეთ.

♒ მერწყული 

ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ საქმეებს ვერ გააკეთებს, დაეჯახება პრობლემებს და ამიტომ სჯობს ამ კვირაში ახალი საქმეები არ დაიწყოს, 5 დეკემბრის შემდეგ სჯობს განახორციელოთ ახალი საქმეები.

♓ თევზები

ენერგოტონუსს არ უჩივიან, შარმი და მიზიდულობა აქვთ, თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ შეზღუდვას სხვათა მხრიდან როგორც სამსახურში, ასევე სახლში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 რატი დურგლიშვილი მცხეთაში საკუთარი სახლის გარე განათების ლამპიონებს ამზადებს - „სანატრელი და სასურველი სასიძო“

🔵🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს

🔵„23 რიცხვამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ“ - მიხეილ ცაგარელი