9 ნოემბერი - ფულის ცხრიანისა და უძლიერესი ახალმთვარეობის დღე.
წარმოგიდგენიათ, ჩემო ძვირფასებო, დღეს მორიელის ახალმთვარეობაა! დღეს სურვილები აუცილებლად უნდა ჩავიფიქროთ!
🔥 დღის ენერგიებია - 9 • 3 • 3. დღე იმდენად ემოციურად ძლიერია, რომ მისი გამოტოვება არ შეიძლება.
💵 დღეს ფულის ცხრიანის დღეა. იმ ხელზე, რომლითაც არ წერთ, ცხრიანს ვხატავთ ცხრა მართი კუთხისგან.
ხატვისას კი ვიმეორებთ: „დიდი ფული ძლიერი და თავდაჯერებული ნაკადით, სხვადასხვა წყაროდან მოდის ჩემთან. მე მიყვარს ფული და ფულსაც ვუყვარვარ!“.
🚪 აუცილებლად შეასრულეთ ახალმთვარეობის პრაქტიკა, რომელიც ადრე გაგიზიარეთ: გაწმინდეთ შესასვლელი სივრცე და წარმოთქვით ყველა საჭირო სიტყვა. ამ პრაქტიკას ნუ უგულებელყოფთ!
🧾 დღეს ასევე შეავსეთ სიუხვის ჩეკი. მორიელის ახალმთვარეობა დიდი ფულის, ვნებისა და ძლიერი სურვილების ენერგიას უკავშირდება. ჩეკი სრული რწმენით შეავსეთ და თქვით: „ვიღებ იმას, რაც მსურს. ჩემი მატერიალური სურვილი სრულდება!“.
🎓 დღეს ძალიან კარგია სწავლა, სასარგებლო პოდკასტების მოსმენა და ახალი ცოდნისა თუ ინფორმაციის მიღება, რომელიც განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასვლაში დაგეხმარებათ.
🚶♀️ იარეთ ახალი გზებით და აირჩიეთ უჩვეულო მარშრუტები. სწორედ დღეს შეიძლება მათ საჭირო დროს საჭირო ადგილას მიგიყვანონ.
💄 შესანიშნავად გამოიყურებოდეთ! მოიწყვეთ თავი, დატკბით საკუთარი ანარეკლით და იგრძენით თავი ნამდვილ ლამაზმანებად.
👌 თუ ვინმე გაგაღიზიანებთ, ნერვებს მოგიშლით ან ხმას აგიმაღლებინებთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ. გამოიჩინეთ თავაზიანობა, სიყვარული და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა. სჯობს განმარტოვდეთ, იმედიტიროთ და საჭირო დასკვნები მშვიდად გამოიტანოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ნოემბერს საქართველოში
🎥 ფალოსი თითის სანაცვლოდ - ივანე კუზანოვი წარმატებით დასრულებულ ოპერაციის დეტალებზე
წყარო: www.facebook.com