ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლია, რომ მოიპოვო იმისათვის, რომ იყო დაცული არის ცხოვრება სიმართლით.
შეგიძლია ათასი პრაქტიკით დაკავდე და ამდენივე ავგაროზი ატარო, მაგრამ თუ შენი ყოველდღიურობა აგებულია ტყუილის, ღალატის, თვითგვემის, დემაგოგიის, დანაშაულისა და სისუსტისაგან - ვერავითარი მაგია ვერ გაძლებს დიდხანს.
აბსოლუტურად ყველა წყევლა და ნებისმიერი ჯადო სინამდვილეში შეთანხმებაა.
ერთია რა გააკეთა ან ისურვა ბოროტმა ადამიანმა და მეორეა აქედან რა მივიღეთ და ავითვისეთ ჩვენ.
ეს არის შეთანხმება იმ ადამიანის ბოროტ განზრახვებს, სიმბოლოებსა თუ შელოცვებს და შენს არაცნობიერს შორის.
როდესაც შენი არაცნობიერის საზრდოს წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი უკეთური და დაბალვიბრაციული საკვები, მისთვის უარყოფითი ენერგია და დაბალი ვიბრაციები წარმოადგენს ბუნებრივ, ჩვეულ მდგომარეობას, მაშასადამე ის მარტივად ექვემდებარება უარყოფით ცვლილებებს.
მაგალითად: როდესაც გაქვს ჩადენილი არც ისე საამაყო რაღაცები, როდესაც გაქვს გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელთაც გრცხვენია - შინაგანად შენმა რაღაც ნაწილმა იცის, რომ ნეგატივი, რომელიც გამოგიგზავნეს გეკუთვნის, დამსახურებულია, მაშასადამე მას იღებ და ითვისებ.
ნეგატივი იქცევა თვითდასჯის ინსტრუმენტად.
მართალია, შესაძლოა არ გქონდეს არაფერი დაშავებული იმ პიროვნებისათვის, რომლისგანაც მიიღე ნეგატივი, მაგრამ გაქვს დაშავებული სხვისთვის ან უარეს შემთხვევაში - საკუთარი თავისათვის.
რაშია გამოსავალი? - სიმართლით ცხოვრებაში, საკუთარი თავისა და სხვებისადმი სწორ მოპყრობაში.
იზრუნეთ იმაზე, რომ გქონდეთ მეტი პოზიტიური და მაღალი ხარისხის მქონე საზრდო. ნაგულისხმებია როგორც გონებრივი და სულიერი, აგრეთვე ფიზიკური საზრდოც.
ისწავლეთ საკუთარ ენერგეტიკის გაძლიერება, ავსება და დაცვა.
და თუ კი გაქვთ რაიმე სახის ეჭვები, დანაშაულები, შეცდომები თუ უბრალოდ განცდები იმისა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ - იზრუნეთ ამის რეალურად გამოსწორებასა და შეცვლაზე.
ავტორი: Svart გრიმუარი • Grimoire.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენს ქორწილს ველით ხალხი...“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას ახალი ფოტოები