ამ კვირას დავასათაურებ ასე: „ნუ შეგეშინდება სირთულეების, გადაჭერი ისინი“.
ეს კვირა კონტრასტული მოვლენებითა და საინტერესო პერსპექტივებით იქნება დატვირთული. საქმეები ცივ გონებას მოითხოვს, დახმარება კი დროულად, ძველი კავშირების მეშვეობით მოვა. სიმშვიდე და განსჯის უნარი პრობლემებს შესაძლებლობებად აქცევს.
წარსულიდან დაბრუნებული სიტუაციები თქვენი უნარების გამოცდად იქცევა და გაძლევთ შანსს, კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწიოთ.
ნუ შეგეშინდებათ გაბედული ნაბიჯების გადადგმის. და ნუ მიიხედავთ უკან მათკენ, ვინც ცდილობს, წარსულში დაგაბრუნოთ.
ტენდენციები:
▫️ წარმატება ახალ საქმეებში;
▫️ მოულოდნელი შესაძლებლობები;
▪️ ავარიებისა და ტექნიკური პრობლემების რისკი;
▪️ არაადეკვატური რეაქციები.
🔔 პიროვნებისთვის:
ამ კვირაში მთავარი შინაგანი გამძლეობაა. უცნობისა და ახლის შიში სრულიად ნორმალურია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ემოციებს უფლება, თქვენი გადაწყვეტილებები მართონ. რაც უფრო გადამწყვეტად მიუდგებით საკითხებს, მით მეტად მიიღებთ სამყაროსგან პასუხს და მით უფრო ძლიერად დაგეხმარებიან გარშემომყოფები. ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებთ, მომავლის დიდი მოზაიკის ნაწილი ხდება.
დაფიქრდით, ვის ხედავთ საკუთარ მომავალში და ვისთან აღარ გაქვთ საერთო გზა.
ტენდენციები:
▫️ ინტელექტუალური სამუშაო;
▫️ საქმე საკუთარი პიროვნების გამოვლენაში გეხმარებათ;
▪️ აჩქარებით დაშვებული შეცდომები;
▪️ მეამბოხე განწყობა.
🔔 სამსახური:
შემოსავლიანი პერიოდია მათთვის, ვინც საკუთარი საქმე კარგად იცის. განავითარეთ ის, რაც უკვე გაქვთ და ნუ შეგეშინდებათ ინოვაციების დანერგვის.
ფინანსური ინვესტიციები ფრთხილად განახორციელეთ და მხოლოდ ბიზნესის გაფართოებისთვის გამოიყენეთ.
კოლექტივში ცვლილებებისა და გადანაცვლებების დრო ჯერ არ არის.
ტენდენციები:
▫️ გუნდის შეთანხმებული მუშაობა;
▪️ პარტნიორებმა ან კონტრაგენტებმა შესაძლოა იმედი გაგიცრუონ.
🔔 სიყვარული:
ეს კვირა, შეგახსენებთ ახლობელი ადამიანების მნიშვნელობას. სულიერი ჰარმონია მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ გამოიწვევთ პარტნიორს და თავადაც ნუ აჰყვებით ემოციებს უმიზეზოდ. თუმცა, თუ ურთიერთობის დასრულება დიდი ხანია გინდოდათ, შესაძლოა ახლა სწორედ ის დროა, რომ წერტილი დასვათ. ხოლო თუ ძველი სიყვარული დაბრუნდება, მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა სავსებით შესაძლებელია.
როდის არის გაცნობისთვის ხელსაყრელი დრო? (ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა) .
🔔 21 სექტემბერი, ორშაბათი. სიმშვიდე ქაოსზე ძლიერია. დღე ქაოსურად და დაძაბულად იწყება. უმიზეზო კონფლიქტებმა, ავარიების რისკმა და ტექნიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა დამატებითი სტრესი გამოიწვიოს, თუმცა ცივი გონებით ყველაფრის გადალახვას შეძლებთ. კრიტიკას ყურადღება ნუ მიაქცევთ და გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. დაბრკოლებები შესაძლოა საბოლოოდ წარმატებადაც კი იქცეს (მთვარის მე-11 დღე).
🔔 22 სექტემბერი, სამშაბათი ჩვეულებრივზე ფართოდ იფიქრეთ. არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და მოულოდნელი შემობრუნებების დღეა. მოემზადეთ იმისთვის, რომ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოთ და დასაწყისშივე ნუ გაჩერდებით. ვინც მოასწრებს, ის მოიგებს. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და იყავით თანამოაზრეებთან ერთ ტალღაზე. საღამოს საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი (მთვარის მე-12 დღე).
🔔 23 სექტემბერი, ოთხშაბათი. გადაწყვეტილება წინსვლას მოგიტანთ. საქმეებში დილიდანვე აქტიურად ჩაერთეთ და ძალები არ დაიშუროთ. დაიცავით საკუთარი ინტერესები, მოემზადეთ კამათისთვის და საჭიროების შემთხვევაში ცოტა მეამბოხეც იყავით. ნუ გაწირავთ ძვირფასს რაღაცის გამო, რაც მხოლოდ მცირე ხნით მოგიტანთ სარგებელს. მოლაპარაკების უნარი თქვენი მთავარი საყრდენი იქნება (მთვარის მე-13 დღე).
🔔 24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ძველი გამოცდილება გამოგადგებათ. დღე ხელს უწყობს მათ, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს და სირთულეების წინაშე უკან არ იხევს. მოგება ჯიუტ და შრომისმოყვარე ადამიანებთან მიდის, წარმატებული გადაწყვეტილებები კი წარსულში მიღებული გამოცდილებიდან იბადება. შემოთავაზებებს ზედმეტად სერიოზულად ნუ მოეკიდებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს. თაღლითები ფხიზლად არიან (მთვარის მე-14 დღე).
🔔 25 სექტემბერი, პარასკევი. მოუსმინეთ შინაგან ხმას. ნაყოფიერი დილა მთელ დღეს კარგ ტონს მისცემს. ემოციებმა შესაძლოა გონებაზე გაიმარჯვოს, მაგრამ ამის მართვაც შესაძლებელია. ეცადეთ, პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის ოქროს შუალედი შეინარჩუნოთ. საღამო საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ. და თუ რაღაც არ გამოდის, გაუშვით (მთვარის მე-15 დღე).
🔔 26 სექტემბერი, შაბათი. ძალა დაკვირვებაშია. დღის პირველი ნახევარი საკუთარ თავს და იმას დაუთმეთ, რაც თქვენს სულს ჰარმონიას ანიჭებს. საკუთარი ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია. საღამოს ნეიტრალურ განწყობაზე გადაერთეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ. მატყუარები და თაღლითები არ ისვენებენ (მთვარის მე-16 დღე/სავსემთვარეობა).
🔔 27 სექტემბერი, კვირა. ისწავლეთ სიხარულის გაზიარება. აქცენტი საკუთარ თავზე და საკუთარ საქმეებზე გადაიტანეთ. წინ წასწიეთ საკუთარი ინიციატივები და დაეყრდენით წარსულში მიღწეულ წარმატებებს. კარგი იქნება, თუ დროს სახლსა და სწავლასაც დაუთმობთ. ფული შეინახეთ და ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენი ენერგია გაფანტონ (მთვარის მე-17 დღე).
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენს ქორწილს ველით ხალხი...“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას ახალი ფოტოები