ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 22 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
„შეგვიძლია წამოვიწყოთ სარემონტო სამუშაოები, სოფლის მეურნეობის საქმე, ფულის გადანახვა, საბანკო ანგარიშის გახსნა.
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, შეგიძლიათ ჩაერთოთ სასწავლო საკითხებში.
შეგვიძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და სიტუაციის გამოსწორება. ჩვენი საქმეების უკეთეს ხარისხში გადაყვანასაც შევძლებთ თუ სწორად დავგეგმავთ ყველაფერს.
არ არის ხელსაყრელი დღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის, არ გექნებათ ამის საკმარისი ძალა და ენერგია. აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად კარგი დღეა. კარგია უძრავი აონების საკითხების მოგვარება, ნათესავებთან ურთიერთობა.
არ ვეხებით კუჭის ტერიტორიას, არანაირი ქირურგიული ჩარევები. რაც შეეხება მინერალებს, აქვამარიტი, ჟადეიტი, ბელომორიტი დაგეხმარებათ არეული ენერგია დაალაგოთ“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური იდილია - რა ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ექიმი?