Digest Logo

„შეგვიძლია, უფრო ღრმად ჩავიხედოთ“ - როგორ გავიაზროთ პლანეტა ზოდიაქოს ნიშანში ასტროლოგიურად: ნინო ალბორიშვილი

1794576167
ნინო ალბორიშვილი

იმისათვის, რომ ზოდიაქოს ნიშანში მყოფი პლანეტის ბუნება და მოქმედების მექანიზმი უკეთ გავიაზროთ, ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრადიციულ მახასიათებლებთან ერთად, აუცილებელია მმართველობისა და ეგზალტაციის პლანეტების გათვალისწინება.

სწორედ ეს პირობები და თვისებები განმარტავს იმ გარემოებებს, რომლებშიც კონკრეტულ პლანეტას საკუთარი ფუნქციების რეალიზება ყველაზე მეტად უმარტივდება.

„როგორ გავიაზროთ პლანეტა ნიშანში?

არსებობს ერთი საინტერესო მინიშნება!

📌 ჩვენ მიჩვეულები ვართ, პლანეტები ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლების მიხედვით განვმარტოთ. მაგ: მარსი სასწორში - მერყევი, დიპლომატიური, კონფლიქტებისგან თავის არიდებისკენ მიდრეკილი. თუმცა, შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომელ პლანეტებს აქვთ ამ ნიშანში, დადებითი ღირსებები: მმართველობა და ეგზალტაცია. სწორედ ამ პლანეტების თვისებები გვიჩვენებს, რა პირობებში უადვილდება მოცემულ პლანეტას საკუთარი ფუნქციების გამოვლენა.

📌 განვიხილოთ მარსის მაგალითი სასწორის ნიშანში. მარსი პასუხისმგებელია აქტიურობაზე, ინიციატივაზე და საკუთარი მიზნების მიღწევის უნარზე, მაგრამ სასწორში ის განდევნილია, ამიტომ მისთვის დამახასიათებელი მოქმედების ჩვეული მეთოდები, აქ საუკეთესოდ ვერ მუშაობს. მაშინ გავერკვეთ, რომელი პლანეტები გრძნობენ თავს კარგად სასწორში?

📌 ეს ვენერაა - საკუთარ მმართველობაში. ვენერა ბუნებრივი მახასითებლებით არის: სილამაზე, სიამოვნება, ჰარმონია ურთიერთობები.

📌 სასწორის ნიშანში სატურნია ეგზალტაციაში. სატურნი არის წესრიგი, სტრუქტურა, წესები და დისციპლინა. გამოდის, რომ სასწორში მყოფი მარსისთვის მოქმედებაში ჩართვა გაცილებით მარტივია, როდესაც:

● თავად პროცესი მოსწონს და მისგან ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს.

● ჰყავს პარტნიორი, რომელთან ერთადაც შეუძლია მოქმედება.

● აქვს მკაფიო გეგმა, წესები და მოქმედებების თანმიმდევრობა.

📌 ხოლო ზეწოლამ, უხეშობამ, აგრესიამ და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების აუცილებლობამ, პირიქით, შეუძლია მისი აქტიურობა შეაფერხოს. ეს იმიტომ, რომ სასწორის ნიშნისთვის, მარსის აგრესიული გამოვლინება და პლუტონის ზეწოლა არ არის მისასალმებელი. ეს პლანეტები აქ განდევნილ მდგომარეობაში არიან.

📌 მარტივი მაგალითი: დავუშვათ, გვინდა, მარსი სასწორში მყოფი ადამიანი სპორტით დავაკავოთ. შეგვიძლია ვუთხრათ: მოიკრიბე ძალა, შეწყვიტე სიზარმაცე და წადი ივარჯიშე! შედეგად კი წინააღმდეგობას მივიღებთ. მაგრამ შეგვიძლია შევთავაზოთ ლამაზი სპორტული ფორმა, სასიამოვნო გარემოს მქონე სტუდია, თანამოაზრეების კომპანია და ვარჯიშის მკაფიო განრიგი. და იგივე მარსი სასწორის ნიშანში, გაცილებით მეტი სურვილით დაიწყებს მოქმედებას!

😊 სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმის გააზრება, თუ რა თვისებების და პირობების მეშვეობით შეუძლია პლანეტას საკუთარი ფუნქციების რეალიზება“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბექამ ბევრი შვილიშვილი და კარგი მძახლები მაჩუქა... თიკას დედა და მე დებივით ვართ“ - ხათუნა ხოფერია

⭕ როგორ და რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი წყალთან ერთად - სპეციალისტების რჩევები და მარტივი რეცეპტი

⭕ „მტკვარი სისხლით მოედინებოდა...“ - შიდა ქიშპი, დაკარგული სახელმწიფოებრიობა და 100 ათასი წამებული: გიორგი ლობჯანიძის ისტორიული ანალიზი

✕