Digest Logo

🎥 „შეიძინეთ ლატარიის ბილეთი, ახლა თქვენი დროა!“ - მიხეილ ცაგარელის თქმით, ეს კვირა იღბლიანია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1751268822
 მიხეილ ცაგარელისაგან

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას მომდევნო ერთი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს. როგორც ცაგარელმა ტელეკომპანია „იმედის დილის“ ეთერში აღნიშნა, დედამიწა პოზიტიურ ენერგეტიკულ ველშია, რაც წარმატების განსაკუთრებულ შანსებს ქმნის.

„დედამიწა პოზიტიურ ენერგო-ველშია დაახლოებით 17 ივლისამდე, ამიტომ შეაწუხეთ ხალხი და იმოქმედეთ. წარმატების შანსები ყველას აქვს და მაქსიმალურად იაქტიურეთ“,-  აღნიშნა ცაგარელმა.

მისი თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია საზოგადოებრივი აქტივობისთვის, ახალი წამოწყებებისთვის, კომუნიკაციისთვისა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად.

ამასთან, ასტროლოგის განმარტებით, პოზიტიური ენერგო-ველის გავლენა ყველა ზოდიაქოს ნიშანზე ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ „ვარსკვლავები თანხმდებიან“, რათა ადამიანებმა საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღეა - ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. 

„დღეს ძველი საქმის დასრულებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ხვალ არ იწუწუნოთ პარტნიორულ ურთიერთობებში. ხოლო შაბათს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის ტყუპების ზოდიაქოში თვის ბოლომდე, იქნება გაუთავებელი ფლირტი და თავისუფლება - სიყვარული იღებს მსუბუქ ფორმას. 

მაგრამ, აქვე ტყუილების და დაპირებების ალბათობა მოიმატებს, იქნება შინაგანი გაორება, სულსწრაფობა.

კვირას ნეპტუნი, ხდება 10 დეკემბრამდე უკუმავალი, შეიძლება ადამიანები დაუბრუნდნენ ძველ შემოქმედებით პროექტებს, ძველ რწმენას, ასევე ნეპტუნი მართავს ნარკოტიკულ საშუალებებს, ალკოჰოლურ სასმელებს და ადამიანებს შეიძლება გაახსენდეთ საკუთარი მიდრეკილებები ამ ყველაფრის მიმართ“, - ამბობს ასტროლოგი.

როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და როგორი კვირა ელოდება მათ 👇

ვერძი

მთავარი პრობლემა ენერგოტონუსის შემცირებაა, გჭირდებათ უფრო მეტი ძილი და დასვენება, სხვა მხრივ არაფერი უჭირთ.  შეიძლება შეიძინოთ ახალი ავეჯი და მოიწყოთ ის კომფორტი, რაც გინდოდათ. ასევე ურთიერთობას აუმჯობესებთ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. სამშობლოში გაქვთ წარმატების შანსი.

კურო

ჯანიც და იღბალიც ემატებათ, ამიტომ შანსები ყველა მიმართულებით აქვთ. მეტი კონტაქტები და შეხვედრები გქონდეთ, მგზავრობა მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია, ასევე სწავლისთვისაც და გამოცდების ჩაბარებისთვის არის საუკეთესო პერიოდი. იაქტიურეთ, ეს თქვენი თვეა და წარმატების არნახული შანსები გაქვთ.

ტყუპები

ენერგოტონუსი ეცემა, დაასვენეთ საკუთარი თავი. წარმატების მაღალი შანსები გაქვთ. შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომელიც კარგ წინადადებებს შემოგთავაზებენ. ფინანსურადაც შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი ცხოვრება, მიიღოთ პრემიები, ბონუსები და ძველი საქმეებიდან შემოსავალი.

კირჩხიბი

აი, ვინ არის მთავარი ფავორიტი, ყველაფერი ამ ნიშანშია, ახლა თქვენი დროა გამოიყენეთ, ყველაფერი გამოგდით. 17 რიცხვამდე წლის განმავალობაში საუკეთესო პერიოდია, ყველაფერი წყალივით მიდის და გემატებათ ჯანი, არ გაჩერდეთ. 

ლომი

რთული პერიოდია ჯანმრთელობის კუთხით, ჭორები და ინტრიგები აგორდება. თუმცა კარგი პერიოდია ბიზნესს საქმიანობაში ჩასართავად, არ გადაიღალოთ და დააჭირეთ ენას კბილი, აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. 

ქალწული

ენერგოტონუსი მატულობს, განწყობაც უმჯობესდება ყოველ დღე. შანსები წარმატების ყველა კუთხით არის თითქმის 100%-ით. დაავალეთ რაც გინდათ, ყველაფერს გააკეთებს. სიახლეების დროა თქვენ ცხოვრებაში, სამყარო ამას გთხოვთ, რაც თქვენ არ გიყვართ, რაც მეტად შემოიტანთ სიახლეებს უკეთესი იქნება ეს პერიოდი. 

სასწორი

იმუნიტეტი ეცემა, შედარებით მარტივად იღლებით. დაისვენეთ და გამოიძინეთ, რომ სხვა მხრივ პერიოდი იყოს კარგი. კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, რაშიც პარტნიორები გეხმარებათ.

მორიელი

არნახული შარმი და მიზიდულობა გაქვთ. ყველაფერი გამოგდით, უცხოეთში არის თქვენი წარმატების ფაქტორი, კარგი იქნება ასევე უცხოელებთან კონტაქტი. ინტუიცია აქვთ საუკეთესო, რითაც გახვალთ საინტერესო ადამიანებზე. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი, ხართ წარმატებული.

მშვილდოსანი

ენერგოტონუსი ეცემა, რასაც გრძნობთ დაღლილობით. თუ თავს ცოტა დაასვენებთ და არ გადაიღლებით, პერიოდი იქნება გაცილებით წარმატებული. ბიზნესს საქმიანობა იქნება კარგი. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ეს არ ტყუის.

თხის რქა

ენერგოტონუსი ემატება, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. ასევე შეიძლება პროფესიული კუთხითაც წინ წავიდეს და მიიღოს ახალი თანამდებობა. აქტიურობის დროა, არ გაქვთ დრო მიიძინოთ.

მერწყული

სუსტდება ენერგოტონუსი, გამოიძინეთ და დაასვენეთ ორგანიზმი, რათა საქმიანი კუთხით იყოს პერიოდი წარმატებული. შეიძლება, ძველი ნაცნობები დაბრუნდეს და საინტერესო სიახლეები მოიტანონ თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

სიყვარულის დროა. ენერგოტონუსი მატულობს, შარმი და მიზიდულობა გაქვთ არნახული. ინტუიცია ძლიერი. ყურადღება მიაქციეთ მანდილოსნებს, რომელიც თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ისინი ბევრ სიახლეებს მოიტანენ. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი, ხართ საუკეთესო. არ გეშინიათ ცვლილებების. შეიძინეთ ლატარიის ბილეთი წარმატების მომტანია, ასევე მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა. მიაწექით ცხოვრებას, ახლა თქვენი დროა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს დღე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რადგან თქვენი ინტუიცია ძლიერია“ - 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ემოციურად რთული დღეა, უმნიშვნელო შეცდომამაც კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“ - 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს