Digest Logo

„შეიძლება, ასტროლოგიური მეთოდები შევადაროთ საათს და მის ისრებს, სადაც დირექციები და პროგრესიები მოკლე ისარია“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1770377707
ასტროლოგია

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიური პროგნოზირების მეთოდებზე საუბრობს:

„ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ ახალი წელი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში მისი დაბადების დღის ახლო- მახლო პერიოდში დგება და არა 1-ელ იანვარს.  

არსებობს პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდები.

მათგან ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ტრანზიტების მეთოდია, თუმცა ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ყველაზე სუსტი და არასაიმედოა, სამაგიეროდ შედარებით ადვილია და ამიტომ დამწყები მოყვარულები უფრო მას ეტანებიან...

ტარნზიტებით გაკეთებულმა პროგნოზმა შესაძლოა, ბევრჯერ გაგიცრუოთ მოლოდინები. მაგალითად - წარმატების პლანეტა იუპიტერმა ჩაიარა მე-7 სახლში, რომელიც ქორწინების თემებს განაგებს, მაგრამ არც არაფერი მოჰყოლია.
რატომ?

არცერთი წესიერი ასტროლოგი მუშაობას ტრანზიტებით არ იწყებს.

პროგნოსტიკის ოქროს მეთოდებად ითვლება დირექციები, პროგრესიები და სოლარი. თუ ტრანზიტებით ნაჩვენები მოვლენა არც პროგრესიებში იკითხება, არც დირექციებში და არც სოლარში, ტრანზიტებში მის განხილვას აზრი ეკარგება.

დირექციები და პროგრესიები გარკვეულ სიმბოლიზმს ეყრდნობა, სადაც ყოველი 1 გრადუსით გადააგილება, ან დაბადებიდან ყოველი მომდევნო დღე უდრის 1 წელიწადს. ეს არაა მარტივი ხერხები. განსაკუთრებით კი დირექციები.

გაცილებით უფრო იოლად გამოიყურება სოლარი, რომელიც ასევე სიმბოლიზმთან არის კავშირში, მაგრამ ტრანზიტების მეთოდის ცოდნა აქ ბევრად უფრო გვადგება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ პროგნოზებში.
რას წარმოადგენს სოლარი?

სიტყვა sol- ლათინურად მზეს ნიშნავს. სოლარიც იგივე მზის დაბრუნებაა, ანუ ის მომენტი, როდესაც ტრანზიტული მზე ზუსტად იმ გრადუსზე და მინუტზე მიდის, სადაც ჩვენი დაბადების მომენტში იდგა. ანუ ხდება ტრანზიტული მზის შეერთება ნათალურთან. ფაქტობრივად ეს არის ერთი დღე, რომელშიც ჩატეულია მთელი წლის ძირითადი ტენდენციების პროგნოზი ერთი დაბადების დღიდან მეორე დაბადების დღემდე.

და აი, როდესაც უკვე ვხედავთ, რომ გვაქვს გარკვეული მოცემულობები ამ 1 დღეში ჩაპრესილი, მერე გადავდივართ ტრანზიტებზე და ვამოწმებთ, კონკრეტულად წლის რა მონაკვეთში, რომელ თვეს, რომელ დღეს შეიძლება ეს ამბები განვითარდეს. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შესაძლებელია საათისა და წუთების დაზუსტებაც.

ანუ შეიძლება ასტროლოგიური მეთოდები შევადაროთ საათს და მის ისრებს, სადაც დირექციები და პროგრესიები მოკლე ისარია, სოლარი გრძელი, ხოლო ტრანზიტი მხოლოდ და მხოლოდ წამმზომი.

ალბათ, ახლა უკვე გასაგები გახდა, თუ რატომ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ტრანზიტებს, თუმცა რომელი მეთოდიც არ უნდა ავირჩიოთ, ყველაზე მთავარი წესია, რომ ჯერ ნატალურ რუკას გავეცნოთ, რადგან რაც არის რუკის პოტენციალში ჩადებული, ის არ ახდება, პროგნოზირების რომელი ხერხიც არ უნდა გამოვიყენოთ.

აქედან გამომდინარე, დაბადების ზუსტი დროის ცოდნა ისეთივე აუცილებელია პროგნოზის კეთების დროს, როგორც ნატალური რუკის განხილვისას“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც გაზაფხულზე ემოციური არასტაბილურობის დაძლევა და რთული პერიოდის გადალახვა შეუძლიათ

„აიღეთ თქვენი საყვარელი სუნამო, დაიჭირეთ გულთან ახლოს, დახუჭეთ თვალები...“ - რა უნდა გავაკეთოთ 6 თებერვალს?

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 6 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე