აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის:
4 აგვისტოს ტყუპში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - გადაამოწმეთ საბუთები, განსაკუთრებით, თუ შორს, უცხოეთში მიემგზავრებით. არ გირჩევთ ფიზიკურად გადაღლას, კონფლიქტს ეჭვიანობის, ილუზიებზე აყოლის გამო.
6 აგვისტოს თქვენი მმართველი ვენერა თქვენს ნიშანში გადმოდის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - მოიმატებს სიყვარულისა და სილამაზის შეგრძნების სურვილი. მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მიიღებთ საჩუქარს, კომპლიმენტს.
7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი საშუალებას მოგცემთ, მშვიდად მოგვაროთ პარტნიორებთან და სამომავლო მიზნებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი პარტნიორები, რომლებიც სამომავლო მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ზოგიერთი მიიღებთ შედეგს, დაფასებას, პარტნიორების შექებას ადრე შესრულებული საქმისთვის.
9 აგვისტოს მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) - შეიძლება შეხვდეთ გავლენიან, ცნობილ ადამიანებს, რომელიც დაგეხმარებიან სამომავლო პროექტების განხორციელებაში, გამოგიჩნდებიან მფარველები, სპონსორები. ზოგიერთი შეიძლება გახდეთ ცნობილი და პოპულარული გუნდის წევრი. თუ თქვენი საქმიანობა ინტერნეტთანაა კავშირში, გაიზრდება თქვენს პროდუქციაზე ინტერესი. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან.
10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - რაღაც რომანტიკული ან მატერიალურად სარგებლიანი უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც გამოიწვევს ძირეულ ცვლილებებს. შეიძლება მოხვდეთ წვეულებაზე, ბავშვებმა გაგახარონ თავიანთი კარგი ამბებით.
11 აგვისტოს მარსი კირჩხიბში გადადის - მოგემატებათ ენერგია, რომ დაწინაურდეთ, გაუსწროთ კონკურენტებს, არ გირჩევთ კონფლიქტს სამსახურში უფროსთან და ოჯახში - ასაკით უფროს ნათესავებთან. გაფრთხილდით, რომ აგრესიულობით არ შეგელახოთ რეპუტაცია.
12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - სიახლეები გელოდებათ ინტერნეტსაქმიანობაში. შეიძლება ცნობილ კომპანიაში დაიწყოთ მუშაობა, ან პოპულარულ პროექტზე. გაიჩენთ მდიდარ და წარმატებულ მეგობრებს, მფარველებს.
15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება - დაეკონტაქტებით მდიდარ, გავლენიან და ცნობილ ადამიანებს და გააცანით თქვენი იდეები. შეიძლება მოგიწიოთ მდიდრული ადგილების მონახულებამ. ზოგიერთი მიიღებთ დიპლომს ან გაიგებთ, რომ ჩაირიცხეთ უმაღლესში. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, ოფიციალურად გააფორმოს ქორწინება.
17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი საბუთი, გააფორმოთ ხელშეკრულება, დაიწყოთ მუშაობა სერიოზულ ადამიანთან.
18 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და ქალწული თევზების ღერძიდან ლომი ს ღერძზე გადადიან - მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვების თემას, გართობას, შემოქმედებით საქმიანობას. უნდა ჩაერთოთ შემოქმედებით პროექტებში ან თავად შექმნათ რამე. შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას.
გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა, პირადი ცხოვრება. არ გამოაკლდეთ წვეულებებსა და დღესასწაულებს და თავადაც ხშირად მოაწყვეთ. ზოგიერთი გახდებით მშობელი და ზოგიერთი გადაწყვეტთ შვილის გაჩენას. შეიძლება ის საქმე, რაც აქამდე ჰობი იყო, თქვენი შემოსავლის წყარო გახდეს. შეიძლება დაიწყოთ ბიზნესი მეგობრებთან ერთად ან ინტერნეტსაქმიანობა.
21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი თანხა ან ის შედეგი შემოქმედებითი საქმიანობიდან, რასაც ელოდით. შეიძლება დაიძაბოს ან გაცივდეს ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, იგრძნოთ მისი მხრიდან შეზღუდვა. ზოგიერთი მიხვდებით, რომ პარტნიორის საქმეებიც და პასუხისმგებლობაც თქვენ გაქვთ ზურგზე წამოკიდებული და ამის გამო შეიძლება იყოს კონფლიქტი, რაც თქვენეული დიპლომატიით უნდა მოაგვაროთ.
22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - ამ დღეს მიხვდებით ან სამყარო დაგანახვებთ, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო 18 თვის განმავლობაში.ზოგიერთს გელოდებათ შეხვედრა წარსულთან (ადგილი, მოვლენა, ადამიანი). ზოგიერთი კი გადაწყვეტთ, რომ რაღაც წარსულში უნდა დატოვოთ.
23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - ეცადეთ, ამ დღიდან მეტად დაისვენოთ, განმარტოვდეთ; დაკავდეთ ქველმოქმედებით, მოინახულოთ წმინდა ადგილები. იყოთ მშვიდი. გადახედოთ წარსულს და ზოგიერთი რამ (საქმე, ადამიანი, სიტუაცია) იქვე დატოვოთ.
25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - შეიძლება იყოს ფარული შეხვედრები და მოლაპარაკებები. სხვებისგან მალულად გაემგზავროთ მშვიდ ადგილას, სულიერი სიმშვიდისთვის. ჩაიწერეთ იდეები, რაც დაგებადებათ ან მოვა სიზმრების, მინიშნებების სახით.
27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - შეიძლება გაიხსენოთ ძველი ამბავი, ადამიანი, სიტუაცია ან გაიგოთ რამე. ზოგიერთს გელოდებათ ინფორმაციის მიღება ან მუშაობა ფარულად ან ონლაინ.
28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში - ეს არის თევზებში ბოლო მთვარის დაბნელება, ამ 18 თვის განმავლობაში. დასრულდება ზოგიერთი ვალდებულება, რუტინა, რაც ტვირთად გაწვა. შეიძლება დაიხუროს სამსახური, რომელშიც მუშაობდით ან თავად წამოხვიდეთ. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს იქნება პირველი დიდი, აუცილებელი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ...“ - რას წერს ლევან შელეგია
⭕„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე, მამიკო...“ - გია ბაღაშვილის ქალიშვილი 9 წლის გახდა