ნათია დევდარიანი პოპულარული ქართველი მომღერალი და შემსრულებელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით შეიყვარა თავისი გამორჩეული ვოკალური მონაცემებისა და მელოდიური შესრულებების წყალობით.
იგი მუსიკალურ სფეროში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ პროექტსა თუ მუსიკოსთან.
ნათია დღეს, 27 ივლისს, იუბილარია. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, რაზედაც მადლობა საჯაროდ გადაიხადა:
„27 ივლისი - ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი დღე.
დღეს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირში ვარ, სამყაროსთან, მზესთან და კეთილის მსურველ, ძვირფას ადამიანებთან, ეს ენერგია უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩემთვის.
მადლობა ცოტაა რაც შემიძლია გადაგიხადოთ, ყველას ვინც ამ დღის შექმნაზე იზრუნა. სიცოცხლეც მიყვარს და ვინც სიცოცხლეს მიმშვენიერებს.
რამდენი გულწრფელი, საფერებელი სიტყვა მომიძღვენით, უშურველი სიყვარული გამომიგზავნეთ, ყველას გაფასებთ და გეფერებით ათასობით დამებრუნებინოს სიყვარულიც და სიხარულიც. ბედნიერები იყავით ყველა. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, - წერს ნათია დევდარიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე, მამიკო...“ - გია ბაღაშვილის ქალიშვილი 9 წლის გახდა