Digest Logo

„შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ძველ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მისცეთ...“ - 3 ოქტომბერს ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს

1790958503
რეტროგრადული ვენერა

3 ოქტომბერს, ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს მორიელის ნიშანში, შემდეგ 25 ოქტომბერს უბრუნდება სასწორს, სადაც დაასრულებს რეტროგრადულობის ციკლს (14 ნოემბერს).

ვენერა რეტროგრადული დაახლოებით 1,5 წელიწადში ერთხელ ხდება და ამ პერიოდში ყურადღება განსაკუთრებით იმ სფეროებზე გადადის, რომლებსაც ვენერა მართავს: ურთიერთობები, ესთეტიკა, ღირებულებები, გემოვნება, გარეგნობა და ფინანსური საკითხები.

📌 ამ პერიოდში, ვენერა შექმნის არაჰარმონიულ ასპექტს პლუტონთან, შედეგად ურთიერთობები, მიჯაჭვულობები და ფინანსური გადაწყვეტილებები გაივლის მდგრადობის გამოცდას. 25 ოქტომბერდან - 14 ნოემბერამდე, რეტრო-ვენერა სასწორშია. ფოკუსი ინაცვლებს ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, სამართლიანობაზე, ბალანსზე, ესთეტიკაზე. ეს არის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია, წონასწორობის აღდგენა, საზღვრების გადახედვა, შეთანხმებების განახლება.

📌 ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ვენერას რეტროგრადულ პერიოდში სიფრთხილეა საჭირო, ისეთი გადაწყვეტილებების მიმართ, რომელთა შედეგიც რთულად შესაცვლელი, როგორიცაა:

▪️ პლასტიკური ოპერაციების გაკეთება ან ახალი, რადიკალური ბიუთი-პროცედურების გამოცდა, რომლებიც გარეგნობას მნიშვნელოვნად ცვლის.

▪️ იმიჯის და სტილის სრულად შეცვლა - შესაძლოა მოგვიანებით აღმოაჩინოთ, რომ არჩეული ცვლილება აღარ მოგწონთ და ძველ სტილთან დაბრუნება მოგინდეთ.

▪️ სამუშაო პროდუქტების ახალი დიზაინის დაწყება, მაგ: ვებსაიტის სრული რედიზაინი.

▪️ ვენერასთან დაკავშირებული, ახალი პროექტების დაწყება - მაგ: სილამაზის სალონის ან ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა.

▪️ ახალ პროექტებში დიდი თანხების ჩადება, ინვესტირება, მსხვილი შესყიდვები და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები.

▪️ ძვირად ღირებული ნივთების, სამკაულების, ავეჯის, ინტერიერის ნივთების, ხელოვნების ნიმუშების და ფუფუნების საგნების შეძენა, რადგან შესაძლოა მოგვიანებით აღმოაჩინოთ, რომ არჩევანი აღარ მოგწონთ.

▪️ ფულის სესხად გაცემა ან აღება, ახალი კრედიტის აღება.

▪️ ახალი იურიდიული პროცესების დაწყება.

▪️ ქორწინება.

▪️ დაშორების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან არსებულ ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებების შეტანა.

ამ პერიოდში ჩვენი გემოვნება, სურვილები და სიმპათიები შესაძლოა დროებით შეიცვალოს. ამიტომ ის, რაც ახლა საბოლოო გადაწყვეტილებად გვეჩვენება, მოგვიანებით შეიძლება სხვაგვარად დავინახოთ.

📌 და მაინც, რეტროგრადული ვენერა მხოლოდ შეზღუდვებს არ ნიშნავს. რეტროგრადული ფაზის მთავარი იდეაა, უკვე არსებულთან დაბრუნება, გადახედვა და ხელახლა არჩევა. ამიტომ ეს პერიოდი, სრულიად ახალი გზის დაწყებაზე მეტად იმაზე მიანიშნებს, რომ, უკვე ნაცნობ საკითხს სხვა თვალით შევხედოთ, ღირებულებები გადავაფასოთ, დავუბრუნდეთ იმას, რაც ადრე დავტოვეთ და იქ აღმოვაჩინოთ შესაძლებლობა, რომელიც მაშინ ვერ გამოვიყენეთ, ამიტომ ამ პერიოდში:

▪️ დაუბრუნდით წარსულში არარეალიზებულ იდეებს, შეწყვეტილ პროექტებს, საქმიანობას და გადააფასეთ, აქვს თუ არა მათ დღეს, ახალი შესაძლებლობა.

▪️ დაფარეთ ძველი ვალები, კრედიტები, ჯარიმები და გადასახადები.

▪️ გადახედეთ გარდერობს, მოიშოროთ ძველი და დიდი ხნის გამოუყენებელი ნივთები, გაყიდეთ ან გააჩუქეთ ის, რასაც აღარ იყენებთ.

▪️ განაახლეთ თავის მოვლის და ფორმაში ჩადგომის ის პროცედურები, რომლებიც ადრე მიატოვეთ, მაგ: დაუბრუნდით მასაჟს, ცეკვას ან სხვა აქტივობას, რომელიც ოდესღაც მოგწონდათ.

📌 რაც შეეხება ურთიერთობებს…

რეტროგრადული ვენერას დროს, შესაძლოა ყოფილი პარტნიორები ან წარსულიდან ნაცნობი ადამიანები მართლაც დაბრუნდნენ. შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ძველ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მისცეთ. აქ მთავარი ამოცანა ის არ არის, დაუბრუნდეთ თუ არა?, არამედ გადააფასოთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეს ურთიერთობა დასრულდა. თუ მხოლოდ, ნოსტალგია დაგიბრუნდათ, ეს ერთია, ხოლო, თუ ადამიანები, დამოკიდებულებები და ურთიერთობის საფუძველი რეალურად შეიცვალა, მაშინ დაბრუნებას უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს.

📌 რეტროგრადული ვენერას, კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა - მეორე შანსი! ზოგიერთ ჩვენგანთან, ვენერა რამდენჯერმე გაივლის ნატალური რუკის ერთსა და იმავე მონაკვეთებს. რამაც შეიძლება შექმნას, იმ შესაძლებლობის დაბრუნება, რომელიც უკვე დაკარგულად მიგაჩნდათ.

მაგ:

▪️ სამსახურის შეთავაზება.

▪️დაწინაურებაზე საუბარი.

▪️ პერსპექტიულ პროექტები.

▪️ ან კონტაქტები ადამიანთან, რომელსაც თქვენი პროფესიული გეგმების მხარდაჭერა შეუძლია.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ასეთი შესაძლებლობა, ურთიერთობების, უკვე არსებული კონტაქტის გავლით ვითარდება. შესაძლოა, ყოფილმა კოლეგამ გაგიხსენოთ, ნაცნობმა რეკომენდაცია გაგიწიოთ ან ხელახლა შემოგვთავაზონ იგივე, რაზედაც ადრე შეთანხმება ვერ შედგა. ზოგიერთს კი მოუნდეს, საკუთარ ძველ იდეასთან დაბრუნება და მისი ხელახლა წარდგენა. თუმცა ასეთი შესაძლებლობა, შესაძლოა პირველივე საუბარზე არ გადაწყდეს. პირობები შეიძლება შეიცვალოს, მოლაპარაკებები განახლდეს, ან რაც ადრე არ გამოგივიდათ, ახლა უკვე სხვა ფორმით გახდეს შესაძლებელი.

📌 შეამოწმეთ თქვენი დაბადების თარიღი, ქვემოთ მოცემულ სიაში. თუ ის აქ მოხვდა, განსაკუთრებით მათმა ყურადღება მიაქციეთ იმ თემებს და შესაძლებლობებს, რომლებიც ამ პერიოდში, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს.

მათ შორის შესაძლოა იყოს, კარიერისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებაც.

👇 10.03.1982 — 22.09.1982 ​ 04.10.1993 — 02.01.1994 ​ 28.04.1994 — 02.09.1994 ​ 18.09.2005 — 13.12.2005

📌 იმისათვის, რომ ინფორმაცია, არ იყოს ზოგადი ხასითის, გაანალიზეთ, თქვენს პირად რუკაში, რომელ სფეროებს შეეხება ვენერას რეტროგრადულობა. შეამოწმეთ, რომელ სახლში გადის ტრანზიტული რეტრო-ვენერა, რომელ სახლებს მართავს ის და რომელ პლანეტებთან ქმნის ასპექტებს. სწორედ იქ განვითარდება თქვენი სიუჟეტები - რაღაც დაბრუნდება, რაღაც მოითხოვს დასრულებას, ხოლო რაღაც გადაფასებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდიდან გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის პროგნოზი

⭕მაღალი შფოთვის დონე ბავშვებში: რა ახდენს გავლენას და რა უწყობს ხელს, მშფოთვარე ბავშვის ჩამოყალიბებას

⭕„შემოდგომის მისტიკური ენერგია ძალაში შედის და დროა გაიგოთ, რას გიმზადებთ ეს განსაკუთრებული პერიოდი “ - ოქტომბრის სრული ტაროლოგიური პროგნოზი

✕