Digest Logo

„შეიძლება იყოს არსებული ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავება, ახალი სასიყვარულო რომანი ან ქორწინება...“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

1756048558
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 25-31 აგვისტოს ჩათვლით ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
  25-31 აგვისტო.

აგვისტოს ბოლო კვირა საკმაოდ საინტერესო იქნება. ბუნებრივია, კვირის ასტროლოგიური მოვლენა იქნება - 25 აგვისტოს პლანეტა ვენერას ლომის ნიშანში ინგრესია.

„სიყვარულის პლანეტა“ - „სამეფო“ ნიშანში გადაინაცვლებს და მოიტანს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების განხორციელების შანსებს. მით უმეტეს, რომ ვენერა კავშირში იქნება პლანეტების სასიკეთო კონფიგურაციაში, რომელსაც „ტრაპეცია“ ეწოდება. ეს მიანიშნებს სასიყვარულო ურთიერთობებში ახალი, სასიკეთო იმპულსებზე და დადებით ცვლილებებზე. მათ შორის შეიძლება იყოს არსებული ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავება, ახალი სასიყვარულო რომანი ან ქორწინება. ამ პერიოდში ადამიანები იოლად მოახერხებენ დადებითი ემოციების გამოვლენას და პოზიტიური თვისებების დემონსტრირებას, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების სასიკეთოდ განვითარებას.

ეს კარგი პერიოდი იქნება ნაწყენ მეგობრებთან, სასიყვარულო პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან შერიგებისთვის. კარგი დროა გართობისთვის და აქტიური დასვენებისთვის.

25-31 აგვისტოს შუალედი ასევე სასიკეთო პერიოდია საკუთარ გარეგნობაში ახალი შტრიხების შეტანისთვის, ვარცხნილობის შეცვლისთვის ან გარდერობის განახლებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენერა ასტროლოგიაში ასევე ფინანსების მმართველად ითვლება, ამიტომ ეს პერიოდი ასევე დადებითი იქნება ფინანსური ოპერაციებისთვის, დაბანდებისთვის ან ბიზნეს-გარიგებებისთვის. ამ მიმართულებით ინიციატივის გამოვლენა, სამყაროს მხრიდან უმეტეს შემთხვევაში შესაბამისად „დაფასდება“ (მით უმეტეს, რომ მერკური დირექტიულად მოძრაობს და მთვარის აღმავალ ფაზაში ვიმყოფებით).

კვირის ყველაზე ემოციურ დღეებად ალბათ 28-30 აგვისტოს შუალედი უნდა მოვიაზროთ. მთვარე დროის ამ ინტერვალში მორიელის ნიშანში იმოძრავებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებსაც სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა ან საერთოდ, ცხოვრება. მათ სიმშვიდის გამოჩენა მართებთ და უნდა შეეცადონ, რომ რთული საკითხები არა, შემოთ აღნიშნულ პერიოდში, არამედ 31 აგვისტოს ან სულაც სექტემბრის დასაწყისში გადაჭრან.

რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, კონკრეტულად კი პოლიტიკასთან დაკავშირებით, აქ მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ურთიერთსიმპათიების გაჩენა, მოგებიანი ურთიერთობების დამყარება და ახალი ფინანსური გარიგებები. ბუნებრივია, ეს მიმართულება უპირველესად გააქტიურდება უკრაინასთან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლო კვირაში უკრაინამ საკმაოდ დადებითი კონტრაქტები გააფორმოს ან რაიმე ტიპის (ახალი) ფინანსური დახმარებები მიიღოს (ყოველ შემთხვევაში იმ არხებიდან, რომლებიც ჯერ გააქტიურებული არ იყო).

პლანეტა მარსი მისთვის „სუსტ“ ნიშანში, სასწორში მოძრაობს, ამიტომ აგვისტოს ბოლოს მისი გავლენა ნაკლებად „რადიკალური“ იქნება. მართალია, მარსი - იუპიტერის კვადრატი სექტემბრის პირველ დეკადაში ნეგატიური გავლენას მოიტანს, თუმცა მარსის „ბობოქარ“ გამოვლენას მხოლოდ 22 სექტემბრის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომელიც 4 ნოემბრამდე გასტანს. ამ პერიოდში მარსი საკუთარ ნიშანში, მორიელში იმოძრავებს და უკრაინა-რუსეთის ფრონტზე სწორედ ეს პერიოდი გახდება ის ერთგვარი „გარდამტეხი წერტილი“, რომელიც დიდწილად განაპირობებს 2025 წლის ბოლოს დამდგარ შედეგს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მშვიდად განისვენე...“ - მარიამ შენგელია მეგობარს ემშვიდობება

⭕„კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ამ სამყაროში მოსვლა, აუცილებლად საქართველოს ავირჩევდი…“ - რას წერ გოგა მანია

🎥 „მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას...“ - დაბადების თარიღის მიხედვით ვისთვის როგორი წელი იქნება?