
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight ფეისბუკზე 26 სექტემბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღეს განსაკუთრებით მაღალია ავანტიურიზმის რისკი. ადვილია ცდუნებას აჰყვეთ, მიიღოთ რაღაც მარტივად ან საეჭვო გარიგებაში ჩაერთოთ, რაც შედეგად მოლოდინებს ვერ გაამართლებს:
„26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:
მთვარე დღეს კვლავ მორიელის ზოდიაქოში მოძრაობს, რაც მიანიშნებს სიღრმისეულ, შინაგან პროცესებზე, ემოციებზე, ინტუიციაზე, ფარულ შიშებზე და რასაც ქვეცნობიერის სიღრმეში ვინახავთ. ასეთ დღეებში სამყარო თითქოს გვიბიძგებს, საკუთარ თავში ჩავიხედოთ. თუმცა, მორიელს თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს: ესაა მომატებული მგრძნობელობა, ეჭვიანობა და დრამატიზებისკენ მიდრეკილება, ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოთ გონიერი და ყურადღებიანი.
იმის ნაცვლად, რომ არასასიამოვნო სცენარები წარმოიდგინოთ, ჩართეთ გონება და გააანალიზეთ ფაქტები.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საღამომდე, დაახლოებით 17:00-მდე, მთვარე კვლავ რჩება ლილიტთან და პროზერპინასთან შეერთებაში, რაზედაც გუშინდელ პოსტშიც დავწერე. ეს კავშირი რეზონანსში იქნება კარმულ კვანძებთან და იუპიტერთან- ცაზე „იალქნის“ კონფიგურაცია შენარჩუნდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ იუპიტერი გაფართოების პლანეტაა. ის ამრავლებს ყველაფერს, რასაც იღებს. თუ დღეს სიხარულს, ნდობასა და მიმღებლობას გამოხატავთ, ეს ორმაგად დაგიბრუნდებათ. მაგრამ თუ ნეგატიურ აზრებს, შფოთვას ან გაღიზიანებას გააძლიერებთ, ესეც გაორმაგდება და შედეგები შეიძლება უსიამოვნო იყოს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დღეს განსაკუთრებით მაღალია ავანტიურიზმის რისკი. ადვილია ცდუნებას აჰყვეთ, მიიღოთ რაღაც მარტივად ან საეჭვო გარიგებაში ჩაერთოთ, რაც შედეგად მოლოდინებს ვერ გაამართლებს. ამიტომ, შეაჩერეთ ემოციებზე ან იმედებზე დაფუძნებული მოქმედებები. ჯერ დაფიქრდით, არის თუ არა ეს რეალური შედეგის მომტანი, აქვს თუ არა პროექტს პერსპექტივა და, რაც მთავარია, ეთიკურია თუ არა ეს თქვენთვის და სხვებისთვის.
საღამოს, დაახლოებით 18:00-ისთვის, მთვარე ურანთან ოპოზიციაში გადავა. ეს ასპექტი შეიძლება ემოციურ არასტაბილურობას, ნერვიულობასა თუ ქაოსურ აზრებს იწვევდეს. შეიძლება შინაგანი წონასწორობა დაიკარგოს. გარდა ამისა, ურანი ყოველთვის მოულოდნელობებთანაა დაკავშირებული, ამიტომ საღამოს საათებში მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმეთ.
აქ ხაფანგია: ახლისა და უჩვეულოს მიღების ნაცვლად, ზოგი შეიძლება ჯიუტად ჩაეჭიდოს ძველსა და ნაცნობს. სწორედ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ სამყარო ამ გზით გვაძლევს შანსს, დავინახოთ შესაძლებლობები, რომლებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით და ავირჩიოთ ცვლილება.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ მე-6 მთვარის დღის გავლენა, რომელიც დღეს მოქმედებს. ეს დღე მთვარის კალენდარში ერთ-ერთ ჰარმონიულ და ნათელ დღედ ითვლება. მისი სიმბოლოა ნიავი და ზეციური ფლეიტა. ეს მთვარის დღე გვაძლევს სიმსუბუქის, შინაგანი სიმშვიდისა და ყურადღებით მოსმენის განცდას.
მეექვსე მთვარის დღის ენერგიები განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. დღეს შეიძლება მოისმინოთ: შემთხვევითი ფრაზა, მელოდია თუ საუბარი, რომელიც თქვენთვის მინიშნებად იქცევა. ძველად ამბობდნენ, რომ მეექვსე მთვარის დღეს თავად ზეცა გვიჩურჩულებს რჩევებს, მაგრამ მათი მოსმენა მხოლოდ შინაგანი სიმშვიდის დროსაა შესაძლებელი.
ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა ლოცვისთვის, სუნთქვითი პრაქტიკისთვის, მედიტაციისთვის თუ იოგისთვის. დღეს სუნთქვას განსაკუთრებული ძალა აქვს: ის ასუფთავებს, აბალანსებს ენერგიას და აკავშირებს სამყაროს ვიბრაციებთან. ამიტომ, მაქსიმალურად გაატარეთ დრო სიმშვიდეში, მოუსმინეთ თქვენს სუნთქვას და იგრძნობთ, როგორ მოდის პასუხები და ქრება შფოთვა.
დღის მნიშვნელოვანი თვისებაა შთაგონება. შეიძლება მიიღოთ შემოქმედებითი შთაგონება ან იდეა, რომელიც შეცვლის თქვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც გონებაში მოგივათ, თუნდაც ეს უმნიშვნელო ჩანდეს, მოგვიანებით მიხვდებით მის მნიშვნელობას.
მეექვსე მთვარის დღის კიდევ ერთი თავისებურებაა სიტყვის ძალა. ის, რასაც დღეს ამბობთ, განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს და სწრაფად შეიძლება მატერიალიზდეს. გარდა ამისა, დღეს ვემზადებით ხვალინდელი, მეშვიდე მთვარის დღისთვის, რომელსაც სიტყვის მაგიის განსაკუთრებული ძალა აქვს. თუმცა, მეექვსე მთვარის დღესაც მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ თქვენს სიტყვებს, თქვათ მეტი მადლიერების, კეთილი სურვილებისა თუ დალოცვის სიტყვები. ეს ყველაფერი დღეს ნიავს გაჰყვება, რომელიც ამ დღის სიმბოლოა. რა თქმა უნდა, მოერიდეთ ხისტ გამონათქვამებს და, მით უმეტეს, სიცრუეს, ტყუილს.
მეექვსე მთვარის დღე არის სიმშვიდეში ნიშნების, ჩურჩულის, ინტუიციისა და მოულოდნელი შთაგონების დრო. ის იდეალურად ერწყმის ურანის საღამოს. ცვლილებების მოსმენა ნამდვილად შესაძლებელია, თუ შიგნით სიმშვიდეს შეინარჩუნებთ.
მეექვსე მთვარის დღის სიმბოლო - ნიავი - ზუსტად პასუხობს დღევანდელ „იალქნის“ კონფიგურაციას. ამიტომ, გაატანეთ თქვენს იალქანს დადებითი, სიკეთით სავსე აზრები, ემოციები, ზრახვები და სურვილები. ეს დღე აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას, ჰარმონიასა და იღბალს“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: