
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის კაცი დაიღუპა.
შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თავდაპირველად ქვეითად მყოფ შუახნის კაცს შეეჯახა, შემდეგ კი იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის”, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საჭიროებენ ყველაფრის ახსნას...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებზე
🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა