Digest Logo

„შემოიტანს ახალ ენერგიას სამყაროში, რომელიც უკავშირდება სამშობლოს“ - რას მოიტანს სელენას ტრანზიტი კირჩხიბში?

1736860380
სელენას ტრანზიტი კირჩხიბში

„ცაზე პოზიტიური ტრანზიტია, კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა თეთრი მთვარე ანუ სელენა, რომელიც არის ნათელი ენერგიის მაჩვენებელი და იქ 7 თვის განმავლობაში დარჩება, რაც გახსნის ახალ ენერგიას სამყაროში“, - ამის შესახებ ასტროლოგი თამო აქუბარდია საუბრობს.

როგორც იგი ამბობს, სელენას გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში იწვევს სიმშვიდეს და სიმყუდროვეს. 

„სელენა ემსახურება ნათელ მხარეს და ის ხსნის სამყაროში ახალ ენერგიას.

კირჩხიბი არის დაკავშირებული მთვარესთან და იგი ასოცირდება ოჯახთან, ტრადიციულ საკვებთან და სიმშვიდესთან. შემდეგი 7 თვის განმავლობაში კი ყველა ჩვენგანი იგრძნობს ამ სიმშვიდეს, როცა სელენას ტრანზიტი კირჩხიბში იქნება.

კირჩხიბი შემოიტანს ახალ ენერგიას სამყაროში, რომელიც უკავშირდება სამშობლოს. 

ამ პერიოდში შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი“, - ამბობს თამო აქუბარდია. 

მისი თქმით, ამ ყველაფერს განსაკუთრებით გრძნობენ ადამიანი, ვისაც პირად რუკაში ჰყავს მფარველი ანგელოზი კირჩხიბის ზოდიაქოში, და ასევე კირჩხიბის ნიშნისთვისაც პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დროა დაიწყოთ ცვლილებები“ - 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ბაბუები როცა მიდიან ამ ქვეყნიდან, ტოვებენ თავის გენს... შენ რომ ბაბუა გახდები, მერე მიხვდები დღეს მე რაც მაბედნიერებს“ - გია ჯაჯანიძე შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დაბადების დღეს არ აღნიშნავს მამას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენც ვემორჩილებით…“ – ნანუკა გულუა დედას დაბადების დღეს ულოცავს