Digest Logo

„შენი შარმი დღეს განსაკუთრებით ძლიერია...“ - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1790628382
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈️ ვერძი: დინამიკური დღე გელოდება შეხვედრებით, ზარებითა და მგზავრობებით. ყურადღება მთავარ საქმეებზე გაამახვილე და მოერიდე კამათს საცობებსა თუ მიმოწერაში.

♉️ კურო: წინა პლანზე ფინანსები და საყიდლები გადმოდის. რეკლამის ან ემოციების გავლენით იმპულსურ ხარჯებს მოერიდე და გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღე.

♊️ ტყუპები: მთვარე შენს ნიშანში პირად მომხიბვლელობასა და მჭევრმეტყველებას აძლიერებს. გამოიყენე დღე შენი იდეების გასაზიარებლად, თუმცა ყურადღებით შეარჩიე, ვისთან გაატარებ დროს.

♋️ კირჩხიბი: დროა შეისვენო და შინაგანად განიტვირთო. შეამცირე აქტიურობა, გადადე აურზაური და მშვიდ საქმიანობას დაუთმე დრო.

♌️ ლომი: შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისა და მეგობრებთან გეგმების განხილვისთვის. შენი შარმი დღეს განსაკუთრებით ძლიერია — მთავარია, შეუსრულებელ დაპირებებს მოერიდო.

♍️ ქალწული: ყურადღება პროფესიულ საქმეებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე გამახვილდება. პრაქტიკული მიდგომა და დეტალების სიზუსტე შენს ავტორიტეტს გაამყარებს.

♎️ სასწორი: შთამაგონებელი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ინფორმაციის მოძიებისთვის. კარგი დროა თვალსაწიერის გასაფართოებლად და ახალი იდეების საპოვნელად.

♏️ მორიელი: სიფრთხილე გამოიჩინე საერთო ფინანსებთან, ვალებსა და დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებში. ტყუილად ნუ გარისკავ და მხოლოდ გადამოწმებულ ფაქტებს ენდე.

♐️ მშვილდოსანი: დღის მთავარი თემა პარტნიორობა იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართოს ეცადე, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინო და მკვეთრ შეფასებებს მოერიდო.

♑️ თხის რქა: დღე შესანიშნავია სამუშაო პროცესების მოწესრიგებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. მოაწესრიგე სამუშაო მაგიდა და მიმდინარე საქმეები.

♒️ მერწყული: დროა შემოქმედებას, შთაგონებასა და სასიამოვნო ურთიერთობას დაუთმო. შესაძლოა ჰობისთან დაკავშირებული ახალი იდეები გაგიჩნდეს — მთავარია, ენერგია უშინაარსო საუბრებში არ გაფლანგო.

♓️ თევზები: ყურადღება სახლსა და ოჯახზე გადაგაქვს. კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად და ახლობლებთან თბილი ურთიერთობის გასამყარებლად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კოსმოსური გარდატეხა: სასწორის სეზონი, ვერძის სავსემთვარეობა და მარსი ლომში“ - რატომ იწყება შემოდგომის ყველაზე მისტიკური ეტაპი

⭕ „არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი

✕