ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი, თავისი ინდივიდუალურობით, თავისი გრძნობებით, ემოციებით,
მთლიანად ცდილობს, რომ ღმერთი უყვარდეს.
სულით, ანუ სიცოცხლით,
როცა შენი მთელი არსება იყვარებს ღმერთს.
მთელს სიცოცხლეს განუკუთვნებ, მათ შორის ბიოლოგიურს.
რაც გაქვს, ბიოლოგიური სიცოცხლის, ფიზიოლოგიური ცხოვრების ჩათვლით,
ყველაფერი,
ყველაფერი მისი მოცემულია,
შენ საერთოდ არ არსებობდი, საერთოდ.
გონებით,
გონება, რომელიც ადამიანს ღვთის ხატად და მსგავსად წარმოაჩენს, ყველაფრით ამით უნდა გიყვარდეს ღმერთი,
შენთვის არაფერი უნდა იყოს ისეთი,
რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი
⭕„ელჭექი, სეტყვა, შტორმი...“ - ცნობილია, როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში