ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში 7 ნოემბრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, დღეს აქტიურდება მოულოდნელი მოტივაცია, მოძრაობის სურვილი. გარდა ამისა, მოსალოდნელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი შემოთავაზება:
„7 ნოემბერი – დღის ტაროლოგიური პროგნოზი:
დღის ენერგია: დღეს აქტიურდება მოულოდნელი მოტივაცია, მოძრაობის სურვილი. თითქოს ქარი გიბიძგებს მოქმედებისკენ, მაგრამ უნდა იცოდე, საით მიდიხარ. ეს არის დღე, როცა მიზანი უნდა გქონდეს, თორემ ძალა გაფანტავს.
საყურადღებო თემები: დასაწყები საქმეები, წამოწყებები, სპორტი ან სარეკლამო აქტივობა. იდეალურია მოკლე მოქმედება, რაც იმპულსს მისცემს უფრო გრძელ პროცესს.
ჯანმრთელობა: აქტიურია კუნთოვანი სისტემა და სისხლის მიმოქცევა. ენერგია ბევრია — გამოიყენე ფიზიკური დატვირთვისთვის და არა ნერვიულობაში.
ფინანსები: შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი შემოთავაზება. დაფიქრდი, მაგრამ იმოქმედე სწრაფად, თუ შინაგანად თანხმობა გაქვს.
სიყვარული: ურთიერთობაში გაჩნდება სურვილი ინიციატივის გამოჩენისა. კარგი დროა გულით ნათქვამი სიტყვებისთვის, სითბოს გამოსახატავად და გრძნობის განახლებისთვის“, - წერს ეზოტერიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მართლა ვერ ვხვდები...“ - ბარბარა სამხარაძეს ტყუპი და ჰყავს? რას ამბობს მომღერალი
⭕ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული - მათ პირველი საერთო შვილი დღეს, 7 ნოემბერს შეეძინათ