ასტროლოგი რამაზ გიგაური, საზოგადოებას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად სასარგებლო რჩევებსაც. ამჯერად იგი მსოფლიოსა და საქართველოში მოსალოდნელ პროცესებზე საუბრობს.
ასტროლოგის თქმით, 22-დან 27-მდე პერიოდი მშვიდად უნდა გაიარონ ადამიანებმა, რადგან მსოფლიოში მომატებულია ძალადობისა და ავტორიტარიზმის გამოვლენის ალბათობა.
„ეს ერთკვირიანი პერიოდი ენერგიული, თუმცა საკმაოდ დაძაბული იქნება. მას ახასიათებდეს აქტიური გამოვლენა, აგრესია და მიზნის მიღწევის ძლიერი სურვილი ნებისმიერ ფასად. შეიძლება ეს დამანგრეველ ენერგიადაც კი მოვიაზროთ, რომლის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გონიერების, წინდახედულობის და კომპრომისებზე წასვლით.
ორშაბათს და სამშაბათს საკმაოდ რთულად გამოვლინდება მზე-პლუტონის კვადრატი, რომელიც შექმნის წნეხის და ფსიქოლოგიური დაძაბულობის განცდას.
გარდა ამისა, მკვეთრად მოიმატებს, ძალადობისა და ავტორიტარიზმის გამოვლენის ალბათობა. თუმცა მერკური-სატურნის ტრინი მას მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებს, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება რთული საკითხებისადმი გონივრული მიდგომა, დისციპლინის გამოვლენა და აზრების „სწორად დაწყობა“, რაც ასე ვთქვათ, ქაოტური აზრების „სისტემურ ჩარჩოში“ მოქცევას ნიშნავს.
როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გაძლიერდება კონტროლის და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი.
გარდა ამისა, მერკური-სატურნის დადებითი კავშირი მოიტანს სერიოზული და კონსტრუქციული დიალოგების საშუალებას, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს არა მხოლოდ პრობლემური კავშირების დალაგებასთან, არამედ სწავლასთან, მოგზაურობასთან და საერთოდ ნებისმიერი მენტალურ ან ფიზიკურ აქტივობასთან.
23-24 ოქტომბრიდან მზე-პლუტონის კვადრატის ნეგატიური უფრო გაძლიერდება, მით უმეტეს, რომ ამ დღეებში მზე - მორიელის, ხოლო მთვარე - ლომის ნიშანში შევა. ეს დღეები ბევრად რთული იქნება, ვიდრე 21-23 ოქტომბერი. 23 და 24 რთული იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
არ არის გამორიცხული ამ დღეებში მოხდეს ვინმე ცნობილ ადამიანზე შეიარაღებული თავდასხმა ან მსოფლიოში ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს დაედოს საფუძველი. ამ დღეებში მოიმატებს კატაკლიზმებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობაც. ეს ასპექტი განსაკუთრებით შეეხება საქართველოს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ამერიკას (განსაკუთრებით საპრეზიდენტო კანდიდატებს). ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირად ჰოროსკოპში რომელიმე პლანეტა განთავსებული აქვს მორიელის 1-2 გრადუსში, თხის რქის ბოლო და მერწყულის პირველ გრადუსში. ყველა ამ ადამიანისთვის ეს პერიოდი საკმაოდ წინააღმდეგობრივი და რთული იქნება.
25-26 ოქტომბერს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მაინც გაგრძელდება წინა დღეების ნეგატიური გავლენა. თუ შეიძლება ითქვას, მიმდინარე კვირაში შედარებით ყველაზე „მშვიდი“ დღე 27 ოქტომბერს იქნება, როდესაც მთვარე ქალწულის ნიშანში გადავა და ადამიანებში ემოცია უფრო დალაგდება, ხოლო მათი ხედვა უფრო რაციონალური გახდება. თუმცა როგორც 17 ოქტომბრის ვიდეო-პროგნოზში მივუთითე 2024 წლის შემოდგომის ურთულესი ასტროლოგიური გავლენა მხოლოდ 2025 წლის გაზაფხულის მეორე ნახევრისკენ დასრულდება“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“